გურჯაანში სეტყვის შედეგად მიყენებულ ზარალს ითვლიან. სოფლებში: ძირკოკში, ჭანდარსა და ზემო გურჯაანში 50 ჰექტარზე გაშენებული ვენახების 40% დასეტყვილია. დაზარალებული მევენახეების განცხადებით, თუ ყურძენი სასწრაფოდ არ დაიკრიფა და არ დაბინავდა, 2-3 დღეში მოსავალი მთლიანად გაფუჭდება და გადასაყრელი გახდება. გურჯაანის მუნიციპალიტეტის გამგებელმა და გამგეობაში შექმნილი შტაბის წარმომადგენლებმა დასეტყვილი ვენახები მოინახულეს და დაზარალებულებს დახმარებას დაპირდნენ, თუმცა ამ დროისათვის, ჯერჯერობით, გაურკვევლია, ჩაიბარებს თუ არა რომელიმე ღვინის ქარხანა დასეტყვილ ყურძენს. უცნობია ისიც, თუ რა სახის დახმარებას გაუწევს სახელმწიფო დაზარალებულებს.
ვებ-გვერდზე გადასვლა:
http://bit.ly/1cCOPmc
ვებ-გვერდზე გადასვლა:
http://bit.ly/1cCOPmc