რეგიონული თეატრების ფოთის საერთაშორისო ფესტივალი 2017

07/18/2017
culturegovge culturegovge-ის მიერ

18 ივლისს, კულტურის სამინისტროში გაიმართა „რეგიონული თეატრების ფოთის საერთაშორისო ფესტივალი 2017“-ის პრესკონფერენცია. ღონისძიებას საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის მოადგილე მანანა ბერიკაშვილი, ფესტივალის სამხატვრო ხელმძღვანელი ნინელი ჭანკვეტაძე და ფესტივალის დირექტორი თენგიზ ხუხია უძღვებოდნენ.
რეგიონული თეატრების საერთაშორისო ფესტივალი. 21-30 ივლისს, ფოთის ვალერიან გუნიას სახელობის პროფესიულ სახელმწიფო დრამატულ თეატრში გაიმართება.
ფესტივალში მონაწილეობას მიიღებენ როგორც საქართველოს სხვადასხვა რეგიონის თეატრები, ასევე უცხოეთიდან მოწვეული თეატრალური კოლექტივები. ქართველი მაყურებლის წინაშე წარდგებიან: სამი ირანული დასი - „დიმაკ თეატრალური ჯგუფი“, „ხმა სიჩუმე, მოძრაობა“, „კრეატიული თეატრალური კომპანია“, პოლონეთის ქალაქ შცეშინის თეატრალური კომპანია „ნიემა“, ხარკოვის თეატრალური დასი, უკრაინის დასი - „პუბლიცისტი“ და თეატრი „ესკიზები სივრცეში“ რუსეთიდან.
ფესტივალს ასევე, დაესწრება სპეციალურად მოწვეული საერთაშორისო თეატრალური ფესტივალების დირექტორატი (მოლდოვა, ბელორუსია, სომხეთი, ესპანეთი, ირლანდია, პოლონეთი, ისრაელი, იტალია, სერბეთი). დაგეგმილია რეგიონული თეატრების შოუ-ქეისის ჩატარება, რომლის მიზანია ქართული თეატრების წარმომადგენლებმა შეიძინონ საერთაშორისო კონტაქტები და მიეცეთ შანსი მოხვდნენ ევროპის სხვადასხვა პრესტიჟულ თეატრალურ ფესტივალზე.




http://culture.gov.ge

ვიდეოები „culturegovge culturegovge"-ისგან