რეგიონული თეატრების ფოთის საერთაშორისო ფესტივალი 2017
18 ივლისს, კულტურის სამინისტროში გაიმართა „რეგიონული თეატრების ფოთის საერთაშორისო ფესტივალი 2017“-ის პრესკონფერენცია. ღონისძიებას საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის მოადგილე მანანა ბერიკაშვილი, ფესტივალის სამხატვრო ხელმძღვანელი ნინელი ჭანკვეტაძე და ფესტივალის დირექტორი თენგიზ ხუხია უძღვებოდნენ.
რეგიონული თეატრების საერთაშორისო ფესტივალი. 21-30 ივლისს, ფოთის ვალერიან გუნიას სახელობის პროფესიულ სახელმწიფო დრამატულ თეატრში გაიმართება.
ფესტივალში მონაწილეობას მიიღებენ როგორც საქართველოს სხვადასხვა რეგიონის თეატრები, ასევე უცხოეთიდან მოწვეული თეატრალური კოლექტივები. ქართველი მაყურებლის წინაშე წარდგებიან: სამი ირანული დასი - „დიმაკ თეატრალური ჯგუფი“, „ხმა სიჩუმე, მოძრაობა“, „კრეატიული თეატრალური კომპანია“, პოლონეთის ქალაქ შცეშინის თეატრალური კომპანია „ნიემა“, ხარკოვის თეატრალური დასი, უკრაინის დასი - „პუბლიცისტი“ და თეატრი „ესკიზები სივრცეში“ რუსეთიდან.
ფესტივალს ასევე, დაესწრება სპეციალურად მოწვეული საერთაშორისო თეატრალური ფესტივალების დირექტორატი (მოლდოვა, ბელორუსია, სომხეთი, ესპანეთი, ირლანდია, პოლონეთი, ისრაელი, იტალია, სერბეთი). დაგეგმილია რეგიონული თეატრების შოუ-ქეისის ჩატარება, რომლის მიზანია ქართული თეატრების წარმომადგენლებმა შეიძინონ საერთაშორისო კონტაქტები და მიეცეთ შანსი მოხვდნენ ევროპის სხვადასხვა პრესტიჟულ თეატრალურ ფესტივალზე.
http://culture.gov.ge
მსგავსი ვიდეოები
„რეგიონული თეატრების ფოთის საერთაშორისო ფესტივალი 2017“ 21-3...
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
რეგიონული თეატრების ფოთის საერთაშორისო ფესტივალი
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
რეგიონული თეატრების ფოთის საერთაშორისო ფესტივალი
შუადღე GDS / shuadge GDS
რეგიონული თეატრების ფოთის საერთაშორისო ფესტივალი - დეტალებ...
TV IMEDI
საერთაშორისო ფესტივალი
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
გადაცემა "სცენა" რეგიონული თეატრების ფოთის საერთაშორისო ფ...
გადაცემა სცენა
რეგიონული თეატრების ფოთის მე-4 საერთაშორისო ფესტივალი 26 07...
მეცხრე ტალღა
რეგიონული თეატრების ფესტივალი
პირველი არხი Georgian Public Broadcaster