ხმაური სოფელ ბალდაში
ხმაური და დაპირისპირება იყო მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ ბალდაში. ადგილობრივების ნაწილმა, რომლებიც ბალდის კანიონის მშენებლობას აპროტესტებენ, კანიონის მიმართულებით მოძრავი მანქანები არ გაატარეს. მათი თქმით, მშენებლობაზე დასაქმებულებმა გუშინ ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს პროტესტის მონაწილეებს. ერთი მათგანი ექსპერტიზაზეა გადაყვანილი. რაც შეეხება ბალდის კანიონის ინვესტორ კომპანიას, იქ აცხადებენ, რომ ბალდის კანიონის პროექტის მოწინააღმდეგეებისგან მუდმივად არიან შეურაცხყოფის და ბულინგის მსხვერპლი. რაც შეეხება გუშინდელ ფაქტს, კომპანია უარყოფს ფიზიკურ ძალადობას და კანიონის მშენებლობის მოწინააღმდეგეებს რეიდერობაში ადანაშაულებს. ბალდის კანიონი 40 წლის ვადით საინვესტიციო პირობით გადაეცა „კანიონ 350“-ს. ადგილობრივების ნაწილი ამ მშენებლობის წინააღმდეგია. მათი თქმით, კანიონზე სამშენებლო სამუშაოები სრულად არღვევს ეკოსისტემას, ასევე იზღუდება ადგილობრივების უფლებები. ბალდაში კანიონის მისადგომებთან მშენებლობის მოწინააღმდეგე მხარემ კარავი აღმართა. დღევანდელი აქციის მონაწილეები ამ კარავში რჩებიან. ადგილზე რჩებიან სამართალდამცავებიც. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://www.facebook.com/1stchannel.1... გამოიწერეთ ჩვენი არხი - / georgianpb ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.
პირველი არხი Georgian Public Broadcaster-ის სხვა ვიდეოები
#ახალიკვირა როგორ მუშაობს სოციალური აგენტი?
#ახალიკვირა სისხლიანი ქორწილი
ბაჩო ახალაიას საქმე
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
პირადი ექიმი - პირველი დახმარება და სეზონი - „კოვი...
საპროტესტო აქცია მთავრობის ადმინისტრაციასთან
პირველი სატელევიზიო დებატები - ოპოზიცია / მმართველ...
მსგავსი ვიდეოები
ხმაური სოფელ ტვიშში
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ხმაური სოფელ ველისციხეში
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ხმაური სოფელ შაუმიანის მერვე უბანზე - გიგა ბოკერიას სიტყვიერ...
PalitraNews
ხმაური სოფელ ზეღდულეთში
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ხმაური სოფელ მეჯვრისხევში - მოსახლებას წყალი არ მიეწოდება 2....
TV მონიტორინგი
ხმაური ზეღდულეთში
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ხმაური სოფელ არაშენდაში
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ხმაური სოფელ მუშავანში
პირველი არხი Georgian Public Broadcaster