ქვეყანა დღეს შინდისის გმირებს იხსენებს


ქვეყანა დღეს შინდისის გმირებს იხსენებს. 17 ჯარისკაცი, რომლებიც რუსულ სამხედრო შენაერთთან უთანასწორო ბრძოლაში დაიღუპნენ. ზუსტად ათი წლის წინ ქართული ოცეული საათზე მეტ ხანს ოკუპანტების ტანკებს გმირულად უმკლავდებოდა. რუს გენერალს ორჯერ დახმარების გამოძახებაც კი დასჭირდა.

საბოლოოდ, ჩვენს მებრძოლებს ტყვია-წამალი გაუთავდათ. ტყვედ ჩავარდნას ქართველმა ჯარისკაცმა სიკვდილი არჩია და თავი აიფეთქა. 17 გმირის ლეგენდად ქცეული ისტორია გაიხსენეს დღეს სოფელ შინდისში შეკრებილმა მოქალაქეებმა.

გმირულად დაღუპულებს პატივი მიაგეს ხელისუფლების წარმომადგენლებმაც.
ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/
მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://www.facebook.com/pg/1stchanne...
გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb

ვიდეოები „პირველი არხი Georgian Public Broadcaster"-ისგან