დრისის ჯავახაანთ ციხე / Drisi Fortress
დრისის ჯავახაანთ ციხე მდებარეობს შიდა ქართლში, კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭყოპიანის დასავლეთით 400 მეტრზე. მდინარე თეძამის მარცხენა ნაპირზე, კლდის თავზე. კომპლექსი შედგება ციხე-გალავნის, ეკლესიის, კოშკის და სასახლისაგან. თარიღდება XI-XIII საუკუნეებით. კომპლექსს შემოვლებული ჰქონდა რთული მოხაზულობის გალავანი. მშენებლებს კლდოვანი კონცხის ყველა ადგილი გამოუყენებიათ. ყველა ნაგებობა, გარდა ეკლესიისა, ნაგებია ქვიშაქვითა და რიყის ქვით. ჩრდილოეთით კოშკი დგას, ხოლო სამხრეთით სასახლე მდგარა, რომელიც ამჟამად საკმაოდ დანგრეულია. ეკლესია, რომელიც ციხის ზედა იარუსზე დგას, დარბაზულია და ნაგებია კარგად გათლილი მწვანე ტუფის კვადრებით. ტაძარი წმ. გიორგის სახელობისაა. შესასვლელი დასავლეთის კედელშია. საკურთხევლის იატაკში ამოჭრილია წრიული ფორმის ღრმა, ჭურისებრი სათავსი. კომპლექსში ასევე შესულია სამეურნეო დანიშნულების ნაგებობები, რომლებიც დაზიანებული სახითაა შემორჩენილი. #DrisiFortress #Kaspi #Georgia
Lasha Mtvaradze-ის სხვა ვიდეოები
ლენტეხის მაცხოვრის ამაღლების ეკლესია / The Church...
00:58
ჯვრის მონასტერი / Jvari Monastery
02:03
ნინო წმინდას შინი, ფოკა
00:16
ნარიყალას წმინდა ნიკოლოზის ეკლესია / Church of St....
02:06
ნარიყალას წმინდა ნიკოლოზის ეკლესია / Church of St....
00:54
ნარიყალას წმინდა ნიკოლოზის ეკლესია / Church of St....
00:46
ნარიყალას წმინდა ნიკოლოზის ეკლესია / Church of St....
00:46
ნარიყალას წმინდა ნიკოლოზის ეკლესია / Church of St....
მსგავსი ვიდეოები
დრისის ჯავახაანთ ციხე / Drisi Fortress
Lasha Mtvaradze
დრისის ჯავახაანთ ციხე / Drisi Fortress
Lasha Mtvaradze
დრისის ჯავახაანთ ციხე / Drisi Fortress
Lasha Mtvaradze
დრისის ჯავახაანთ ციხე / Drisi Fortress
Lasha Mtvaradze
დრისის ციხე, ცხავერის ჩანჩქერები - Drisi Castle, Tskhaveri w...
zangura
დიდი გამოქვაბული და უძველესი ციხე-ციხის ქვეშ გამოქვაბული აღმ...
BBR WILD
მოგზაურობა რკონის უკაცრიელ ხეობაში
ლაშქრობა
„დირსის“ დასახლებაში მომხდარი მკვლელობის საქმე
Formula News