თბილისში დამზადებულ ნახევარფაბრიკატებში ვირის და ცხენის ხორცი აღმოჩნდა
სურსათის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლებმა თბილისში არსებული ნახევარფაბრიკატების საწარმოებიდან, ხორცპროდუქტების სარეალიზაციო ობიექტებიდან და აგრარული ბაზრებიდან ხორცისა და ხორცპროდუქტების 20 ნიმუში აიღეს. ლაბორატორიულად შემოწმდა მსხვილფეხა პირუტყვის ხორცი, ხინკალი, გუფთა, ბლინი, ქაბაბი და ბასტურმა. 7 ნიმუშში აღმოჩნდა ცხენის ხორცი, ხოლო 2 ნიმუშში როგორც ცხენის, ასევე ვირის ხორცი. მწარმოებლები ბაზარზე მავნე სურსათის განთავსების გამო 1000 ლარით დაჯარიმდნენ. მათ დაევალათ სურსათის ბაზრიდან გამოთხოვა, რაზეც ზედამხედველობას სურსათის ეროვნული სააგენტო განახორციელებს. კვლევის შედეგებიდან გამომდინარე, სურსათის ეროვნულმა სააგენტომ მიკვლევადობის პრინციპით შეამოწმა ი/მ „დავით წოწკოლაურის“ კუსტარული წარმოება, სადაც გამოვლინდა სანიტარიულ-ჰიგიენური ნორმების დარღვევები და დიდი რაოდენობით საეჭვო წარმომავლობის ხორცი, რომელიც დაილუქა და სააგენტოს ზედამხედველობით განადგურდება. საწარმოს საქმიანობის უფლება შეუჩერდა. ობიექტები იხილეთ აქ: https://www.radio24.ge/archives/13003
MULTIMEDIA GE-ის სხვა ვიდეოები
პრაიდის ყოფილი მხარდამჭერი და მონაწილე ამხელს – რა...
თავდასხმა "მთავარი არხი"-ს ჟურნალისტსა და ოპერატორ...
ცხარე კამათი ნინო ბურჯანაძესა და კურიერის წამყვანს...
მიშა, ჩამოდი, ხომ დამპირდი "ჩამადნებზე" ვზივარო -...
ლევან ბერძენიშვილი POSTV-ს ექსპერიმენტში
გადაეცით თქვენ ქალაჩუნა გენ.დირექტორს – ირაკლი კობ...
თქვენ ხართ პროვოკატორები და მატყუარები - ირმა ინაშ...
პროკურატურამ ივერი მელაშვილის საუბარი ფარულად ჩაწე...
მსგავსი ვიდეოები
ბარსელონასა და სევილიას გულშემატკივრები თბილისში / Fans of F...
netgazeti ge
#პინსკდრევი გთავაზობთ მასიური ხისგან (მუხა) დამზადებულ მისაღ...
Pinskdrev / პინსკდრევი
ენერგოომბუდსმენის ბრიფინგი
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
Type-C To Micro USB Data Charging Sync Adapter 4pcs - JET გა...
helen
სტარტაპერი Ice ‘N Rolls
Business Media Georgia
ნარჩენებისგან დამზადებული ნივთები
რადიო თავისუფლება
თბილისში „ფეირის“ კუსტარული საამქრო გამოვლინდა
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
BOSCH (системы отопления) - ბოში (გათბობის სისტემები) [Tbili...
TBILISI.TV