ფესტივალი შემოდგომის თბილისი 7 სექტემბრიდან 15 ოქტომბრის ჩათვლით გაიმართება. ღონისძიება 10 კონცერტის გააერთიანებს. ჯანსუღ კახიძის სახელობის თბილისის მუსიკალურ-კულტურული ცენტრის სცენაზე ფესტივალის მსვლელობისას წარსდგებიან მსოფლიოში აღიარებული მუსიკოსები იტალიიდან, გერმანიიდან, იაპონიიდან, პოლონეთიდან და ესპანეთიდან. კონცერტების სერიას ცნობილი კატალონიელი მუსიკოსი იორდი სავალი და თბილისის სახელმწიფო კამერული ორკესტრი საქართველოს სინფონიეტა გახსნის. საერთაშორისო მუსიკალური ფესტივალი შემოდგომის თბილისი 1993 წელს დაფუძნდა.ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/
მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://www.facebook.com/pg/1stchanne...
გამოიწერეთ ჩვენი არხი - / georgianpb
მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://www.facebook.com/pg/1stchanne...
გამოიწერეთ ჩვენი არხი - / georgianpb