EMC-ის მართლმსაჯულების პროგრამის დირექტორი გურო იმნაძე, თბილისში ჩატარებულ რეიდებზე: \"აუცილებლად უნდა არსებობდეს მინისტრის ბრძანება სპეციალური საპოლიციო კონტროლის განხორციელების თაობაზე. ჩვენ არ გვაქვს ინფორმაცია მსგავსი ბრძანების არსებობის შესახებ, ამიტომ გამოდის, რომ ეს ყველაფერი არ ხდება რეიდის ფარგლებში, შესაძლებელია, პროცესი უკავშირდებოდეს პოლიციელების კონკრეტულ გადაწყვეტილებებს. გამორიცხული არ არის, რომ აღნიშნული პროცესი მართლაც ემსახურებოდეს მოქალაქეებში შიშის დანერგვას ან უბრალოდ პოლიციის მხრიდან გარკვეულ წესრიგზე კონტროლის სურვილს, მაგრამ მეორე ამბავი არის, რეალურად რა შედეგები აქვს და რა განწყობებს იწვევს ეს მოქალაქეებში. ნებისმიერი მსგავსი არასათანადო, არასამართლებრივი კომუნიკაცია პოლიციასა და მოქალაქეებს შორის ისევ სამართალდამცავი უწყებებისთვის არის დამაზარალებელი\".
http://emc.org.ge/
http://emc.org.ge/