ხევსურები შატილის გზის რეაბილიტაციაზე - 2020 წელს გადაღებული ვიდეომასალა

03/28/2022

© - https://mtisambebi.ge/ - საქართველოს მთავრობამ ჟინვალი-ბარისახო-შატილის გზის რეაბილიტაცია, სახელმწიფო ბიუჯეტისა და მსოფლიო ბანკის დაფინანსებით, 2018 წლიდან დაიწყო და 59 მილიონ ლარზე მეტი დახარჯა. რეაბილიტაციის ფარგლებში გზა გაგანიერდა, 60 კილომეტრზე დაიგო ასფალტისა და ბეტონის საფარი, აშენდა 17 ახალი ხიდი და ხუთს რეაბილიტაცია ჩაუტარდა. რამდენიმე ხიდი სიძველის გამო დაზიანებული იყო, თუმცა ახალაშენებული ხიდების პარამეტრებმა (სიგანე, მზიდუნარიანობა) ხევსურეთის მცხოვრებლებიც კი დააეჭვა, რომ ამ გზის კეთილმოწყობა მხოლოდ მათი და ტურისტების უსაფრთხო ტრანსპორტირებისთვის არ ხდებოდა.

ვიდეოები „Mtisambebi / მთის ამბები"-ისგან