გატაცებულების გათავისუფლება
ოკუპანტების მიერ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია.ნიკა ბეჟიტაშვილი და კვირიკე ელიზბარაშვილი ერგნეთში ქართველ სამართალდამცველებს გადასცეს. გათავისუფლებულები ე. წ საზღვრის კვეთისთვის დადგენილი ჯარიმის გადახდის გარეშე გაათავისუფლეს. გათავისუფლებულები ამბობენ, რომ დაკავებისას რუსმა სამხედროებმა მათი მიმართულებით რამდენჯერმე გაისროლეს. რუსეთის საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა, დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფელ გრემისხევის მიმდებარედ ორი მოქალაქე გუშინ დააკავეს და ცხინვალში, დროებითი დაკავების იზოლატორში გადაიყვანეს. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ გააქტიურებული იყო „ცხელი ხაზი“. ინფორმაცია მიეწოდა ჟენევის დისკუსიების თანათავმჯდომარეებს. ამ დროისთვის ცხინვალში უკანონო პატიმრობაში რჩება საქართველოს ხუთი მოქალაქე. მათ გასათავისუფლებლად საქართველოს ცენტრალური ხელისუფლება იყენებს მის ხელთ არსებულ ყველა მექანიზმს. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - / 1stchannel.1tv.ge გამოიწერეთ ჩვენი არხი - / georgianpb ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.
პირველი არხი Georgian Public Broadcaster-ის სხვა ვიდეოები
#ახალიკვირა როგორ მუშაობს სოციალური აგენტი?
#ახალიკვირა სისხლიანი ქორწილი
ბაჩო ახალაიას საქმე
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
პირადი ექიმი - პირველი დახმარება და სეზონი - „კოვი...
საპროტესტო აქცია მთავრობის ადმინისტრაციასთან
პირველი სატელევიზიო დებატები - ოპოზიცია / მმართველ...
მსგავსი ვიდეოები
გატაცებულების გათავისუფლება
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ქართველები ოკუპანტების ტყვეობაში
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების 54-ე რაუნდი
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ოკუპანტებმა ფიჩორიდან გატაცებულები გაათავისუფლეს
TV IMEDI
საოკუპაციო ხაზიდან გატაცებულები
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
საოკუპაციო ხაზიდან გატაცებულები ტყვეობაში რჩებიან
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
საოკუპაციო ხაზიდან გატაცებულის გათავისუფლება
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
საოკუპაციო ხაზიდან გატაცებულის გათავისუფლება
პირველი არხი Georgian Public Broadcaster