№ 22 2022 აკაკი ჯორჯაძე - მოდის კრავი და მხეცი შეებრძოლება კრავს... მაგრამ „კრავი“ სძლევს „მხეცს“.

11/18/2022

0:00:20 დედამიწაზე ადამიანის ყოფნა-არყოფნის საკითხს კითხვის ნიშანი დაესვა. რა ნიშნები უნდა მოგვეცეს ისეთი, რომ ადამიანს მიეცეს შანსი სიცოცხლის გაგრძელების?
0:03:01 მე იმ სამყაროსეულ, კაცობრიული მნიშვნელობის მოვლენაზე ვსაუბრობ, რა დროსაც წყდება დედამიწაზე ადამიანის ყოფნა-არყოფნა. რას ნიშნავს ეს?
0:10:01 სიტყვაა ღმერთი! ქართული ენით იხსნება ეს საიდუმლო და ეს ენა მამისაა, საწყისისაა და მასშია ქრისტე. ,,მე ვარ ანი და ჰოე,'' ,,მე მამაში ვარ და მამა ჩემშია.''
0:14:01 რას ნიშნავს ,,მოდის კრავი და სასძლომ მისმა განიმზადოს თავი''?
0:16:03 თუ ქრისტიანი ხარ, თუ ქართველი ხარ ეს პროცესი უნდა გაიგო. ქართველები ამ სიტყვით რომ ვლაპარაკობთ, ამ სიტყვას ძალა აქვს, ეს სიტყვაა ჩვენი დამცველი, ფარია ჩვენი.
0:18:01 ახლა ამის გაცნობიერება უნდა მოხდეს. ვინც რეალურად ქართველია, სხეულით მოაქვს, ვინც ქართულ ენას ფლობს, ქართულად აზროვნებს - ეს არის კავშირი იმასთან, ვისგანაცაა შექმნილი ადამიანური არსებობა.
0:24:04 აზროვნებაა გასასწორებელი, ღმერთმა ტყუილად კი არ შექმნა ადამიანი, რომ ერთი ხელის მოსმით ყველა დაიღუპოს ესეთი გადაწყვეტილებით. განკითხვაა და ყოველმა თავის თავს უნდა ჰკითხოს რა უნდა, დარჩენა უნდა დედამიწაზე თუ აღარ უნდა?
0:26:02 ვერ გავიგეთ რომ ბოლოჟამია. ჩვენთვის სამოქმედოდ ბოლო დღეებია, ბოლო თვეებია!
0:27:03 ვისაც შეუძლია ამ საკითხის გადაწყვეტა, ღუპავ შენს თავსაც და სხვებსაც. რატომ? რა არის მიზეზი, განა სიცოცხლე და მომავალი უკეთესი არ არის? გეყოფათ რა...
0:31:00 ქართულ ენაში ჩამალულ საიდუმლოს დიდი ხანია ეძებენ.
0:38:02 დედამიწაზე სიცოცხლე რომ შეწყდეს უფლისგან არის, გაგრძელდება თუ არა ამას ჩვენ ვწყვეტთ. არ გვინდა? მაშინ ცეცხლით იწვება ჰაერი და უჰაეროდ დედამიწა მკვდარ პლანეტად გადაიქცევა.
0:40:06 განსხვავება იოანე ნათლისმცემელსა და იოანე ღვთისმეტყველს შორის.
0:46:01 მე სასძლო მქვია, რომელსაც მევალება გადმოგცეთ ეს სიტყვა და თან მძლეველში გადავიდეთ.
0:47:11 ,,სული და სასძლო ამბობენ მოდი, მსმენელმა თქვას მოდი, მსურველი მოვიდეს და მწყურვალმა უსასყიდლოდ მიიღოს სიცოცხლის წყალი.'' ამით მთავრდება, მეტი არ არის.
0:49:22 სქემის მიხედვით კაიფას მღვდელმთავრობა ქრისტესთან ერთად ლაზარესაც გამოუტანს სასიკვდილო განაჩენს.
0:49:31 მათ საყურადღებოდ ვამბობ: თუ იმ სქემით უნდა წავიდნენ როგორც საწყისში, მაშინ დასასრულია. სიცოცხლის დაღუპვის ნიშანს მოგვცემს ეკლესია, თავიანთი თავისაც, მრევლისაც, ქვეყნისაც და დედამიწისაც იმიტომ, რომ მეორე იოანე ,,ლასი'' უფლისგან არის და ჩვენი პატრიარქია.
0:50:05 დრო გადის და ახლა 25 დეკემბერს, მისი აღსაყდრების დღეს უპირებენ გადაყენებას! ე.ი. პატრიარქიც გაყავთ პროცესიდან რაც დაღუპვის ნიშანია!
0:51:34 28 წლის წინ დაადო ტაბუ ეკლესიამ ამ სიტყვას და დროა ახლა ახსნან, დასასრულთან ვართ! ამოქმედდება ის ბირთვული იარაღი!
0:53:02 ქართულმა ანბანმა იცის არა მარტო ფიზიკური მხარე, დროც შიგ არის: წუთები, წლები, ათწლეულები, ათასწლეულები..
1:00:31 ქრისტეს ჯვარცამდე ჯერ ნათლისმცემლის საკითხები წყდება. ,,ი'' და ,,ო''-ს საიდუმლო.
1:10:02 რაში მდგომარეობს ნათლისმცემლის და ქრისტეს ფუნქცია?
1:13:01 თუ ფიზიკურ ნათლისმცემელს განვიხილავთ, მისთვის თავის მოჭრა დედამიწის სიკვდილია, რაც არავინ იცის.მეთორმეტეა ,,ლასი'' - ქვეყანა და მისი უფროსი.
1:14:31 ვხელმძღვანელობთ ბიბლიით და საკითხი წყდება პოლიტიკურად. არ შეიძლება პოლიტიკურად საკითხი ისე გადაწყდეს არ ახსენო რომ მეორედ მოსვლაა. თუ ამას არ იტყვი დედამიწაზე არაფერი არა ხარ, გაგვსრესენ, ნული ხარ!
1:22:01 ,,მოდის კრავი და მხეცი შეებრძოლება კრავს.'' ,,თუმც მცირე აქვს ძალა, მაგრამ კრავი სძლევს მხეცს''. რას ნიშნავს?
1:24:16 არის საკითხი, რომელსაც ვერ ვიტყვი, არ მათქმევინებს, რატომ?
1:25:31 ,,იო''-ს საიდუმლო. ,,6''-იან ,,9''-იანის კანონი.
1:32:00 ვიღაცას ჰგონია, რომ ლაზარეს აღადგენს... რაღაც შეიძლება ისწავლო, მაგრამ სულიერად რა ხდება ვინმემ იცის?
1:32:22 ველოდები ნიშნებს საერო, სასულიერო მხრიდან... მიდის მუშაობა სულიერად, ფიზიკურად რომ არ აფეთქდეს ის ჭუჭყიანი ბომბი, რომელსაც მოყვება სუფთა და მერე სტრატეგიული იარაღი. არ გვინდა? მაშინ ნათლისმცემელს თავი ეჭრება, აღარც ადამიანს შველის, აღარც ერს და აღარც კაცობრიობას!

სტუმრად, მწერალსა და სზოგადო მოღვაწესთან, ბატონ აკაკი ჯორჯაძესთან.

ვიდეო გადაღებულია და ჩაწერილია 2022 წლის, 1 ნოემბერს, რომლის პრემიერასაც გთავაზობთ 18 ნოემბერს, 21 საათზე.

მოდის „კრავი“ და „მხეცი“ შეებრძოლება „კრავს“, „კრავს“ მცირე აქვს ძალა, მაგრამ „კრავი“ სძლევს „მხეცს“.

საუბარს უძღვება „საქართველოს ხსნის ეროვნული ფრონტის“ პოლიტიკური მდივანი: ლია ლაბაძე

( გაგრძელება იქნება)