№ 9 აკაკი ჯორჯაძე - შევქმნათ ელ-ვერსია „სრულიად საქართველოს ხსნის ეროვნულ ფრონტში“ გასაწევრიანებლად!

07.06.2022 01:37:25

0:00:20 ა/წლის 29 მაისს ჩატარდა ,,საქართველოს ხსნის ეროვნული ფრონტის'' ყრილობა, ყრილობაზე ბევრი ხალხი მოვიდა და მას შემდეგ მომსვლელთა ნაკადი არ წყდება. რას გვეტყოდით ბატონო აკაკი ამის შესახებ? 0:00:25 ის რაც გადასაწყვეტი აქვს ერს, ერი მარტო ერთი დარბაზი არ არის. ბევრი გაკეთდა, მაგრამ რაც დარჩა გასაკეთებელი მთავარი ისაა. 0:00:55 ვეცდები რომ დღეს გითხრათ ძირითადი, რაც ყრილობის შემდეგ პროცესია, რაც უნდა იცოდეს ერმა, რაც აუცილებელია საკითხის დადებითად გადასაწყვეტად. 0:03:31 დიდი მოვლენაა! ვერ გაგებიებთ, რომ ახლა წყდება დედამიწაზე ადამიანური არსებობის ყოფნა-არყოფნა. 0:05:39 მე არ ვარ მთავარი, მთავარია მოსული სიტყვა. მე ვარ სასძლო ადამიანი, პირველმა მივიღე და რასაც ვლაპარაკობ ესაა ქრისტე. 0:09:40 რას ნიშნავს: ,,მოდის კრავი და მხეცი შეებრძლებაო კრავს''? 0:22:37 ,,მძლეველს ვაგემებინებ სიცოცხლის ხისაგან, რომელიც არის ღმერთის სამოთხეში.'' შეგვიძლია წარმოვიდგინოთ აქ რა წერია? 0:26:39 ,,მძლეველს ჩემს გვერდით დავისვამ ტახტზე, როგორც თავად ვძლიე და მამაჩემის გვერდით დავჯექი მის ტახტზე.'' 0:28:55 მე რას მედავები, შენ ხარ ქართველო ვინც უნდა გააკეთოს, შენ. თუ ქართველია და თუ ქართველი არ არის, მისი ყური ვერ გაიგებს. 0:36:00 ქრისტეს პირველად მოსვლის და მეორედ მოსვლის საკითხი. მსგავსება ტოლობა არ არის. 0:39:00 არ ვარ ის, ვისაც უნდა რომ გამომიყვანოს განგებ, რომ ხელი შეეშალოს ამ საქმეს. ერმა უნდა გადაწყვიტოს, მოვიდეს და გააკეთოს, ჩემი შეცვლა თუ შეუძლია ვინმეს, შემცვალოს! 0:42:04 ყველა დარგში ,,პური მეპურემ უნდა გამოაცხოს''. ვის რისი გაკეთება შეუძლია? მოვიდეს, პასუხისმგებლობა აიღოს და ამ ხალხთან იმუშაოს. ,,კარი ყველასთვის ღიაა.'' 0:48:57 ყველა ,,სავლეს'' შეუძლია გახდეს ,,პავლე.'' 0:50:11 ერმა ნაბიჯი უნდა გადავდგათ რომ გავერთიანდეთ ,,საქართველოს ხსნის ეროვნულ ფრონტში'', რაც პირველი და აუცილებელი პირობაა. 0:52:48 ჩვენ შეიძლება ერთმანეთს მოვატყუოთ, მაგრამ ღმერთს ვერ მოვატყუებთ. ყველა თავისი სიტყვით განიკითხება. 0:53:37 ჩვენ ჩავატარეთ სამი და უნდა მივიდეთ მეოთხე სრულიად საქართველოს ეროვნულ ყრილობადე. იქ მისასვლელად არის საჭირო ეროვნული ფრონტი. 0:54:01 ეროვნულმა ფრონტმა უნდა გადაწყვიტოს, რომ ხელისუფლება წამოვიდეს მოლაპარაკებაზე, რომ შევქმნათ დროებითი კოალიციური მთავრობა. 0:55:19 შეცვლის საკითხში ყველას შეუძლია მონაწილება მიიღოს, რომელიც ახალ სისტემას დანერგავს. ასეთი ,,ახალი'' ჯერ დედამიწაზე არ ყოფილა. ფრონტმა უნდა გააერთიანოს ის ძალები ვინც წამოვლენ. 1:21:01 ახლა მნიშვნელოვანია შეთანხმებითი ხელშეკრულება, იქმნება ელექტრონული ვერსია და ყველას ექნება შესაძლებლობა შემოგვიერთდეს. 1:26:35 კოვიდი -- ღვთის რისხვაა! ახალი იქნება -- მაიმუნის ვირუსი. სისტემის შეცვლის გარეშე აქედან ვერ გავთავისუფლდებით. 1:34:31 მოდით რომ ქვეყანა გადავარჩინოთ, მოდით გავწევრიანდეთ. რით მთავრდება ბიბლია?.. „სული და სასძლო ამბობენ: ”მოდი!” მსმენელმაც თქვას: ”მოდი!” მწყურველი მოვიდეს და მსურველმა უსასყიდლოდ აიღოს სიცოცლხის წყალი.'' განვაგრძობთ საუბარს ქართველ მწერალსა და საზოგადო მოღვაწე, ბატონ აკაკი ჯორჯაძეთან. შევქმნათ ელექტრონული ვერსია „ სრულიად საქართველოს ხსნის ეროვნულ ფრონტში“ გასაწევრიანებლად! ვიდეო გადაღებულია 3 ივნისს 2022 წ. რომლის პრემიერასაც გთავაზობთ 7 ივნისს. ვიდეო-ინტერვიუ მეცხრე. საუბარს უძღვება "საქართველოს ხსნის ეროვნული ფრონტის“ პოლიტიკური მდივანი ქ-ნი ლია ლაბაძე. (გაგრძელება იქნება)

გაზიარება: