სტიქიისგან დაზარალებული ფერმერები დახმარებას იღებენ
საოკუპაციო ხაზის მიმდებარე სოფლებში, სტიქიისგან დაზარალებული ფერმერები დახმარებას იღებენ. შიდა ქართლში ძლიერი სეტყვის შედეგად, საგანგებო ვითარება შეიქმნა. მოსახლეობის უდიდეს ნაწილს მოსავალი სრულად გაუნადგურდა. ამერიკის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს პროექტის ფარგლებში, გორისა და ქარელის მოსახლეობა სასოფლო-სამეურნეო საქმიანობის განახლებას შეძლებს. 36 სოფელში 8,500-ზე მეტ ფერმერს საბანკო ბარათები დაურიგდება, სადაც დარიცხული თანხა ქულების სახით აისახება; თანხის ფულად განაღდება შეუძლებელია. დაზარალებული ფერმერები დახმარებას იღებენ მაქსიმუმ ხუთი ჰექტარის ოდენობაზე. ბარათით სარგებლობა შესაძლებელია გორისა და ქარელის მუნიციპალიტეტების განსაზღვრულ მაღაზიებში, რომელთა ჩამონათვალს ფერმერები საბანკო ბარათებთან ერთად იღებენ. აღნიშნულ მაღაზიებში, ფერმერებს შესაძლებლობა აქვთ შეიძინონ სათესლე, საჩითილე და სანერგე მასალები, ასევე მცენარეთა მოვლისა და დაცვის საშუალებები. დარიცხული ქულებით ფერმერებს შეუძლიათ მიიღონ სამელიორაციო მომსახურებაც. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - / 1stchannel გამოიწერეთ ჩვენი არხი - / georgianpb ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.
პირველი არხი Georgian Public Broadcaster-ის სხვა ვიდეოები
#ახალიკვირა როგორ მუშაობს სოციალური აგენტი?
#ახალიკვირა სისხლიანი ქორწილი
ბაჩო ახალაიას საქმე
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
პირადი ექიმი - პირველი დახმარება და სეზონი - „კოვი...
საპროტესტო აქცია მთავრობის ადმინისტრაციასთან
პირველი სატელევიზიო დებატები - ოპოზიცია / მმართველ...
მსგავსი ვიდეოები
საოკუპაციო ხაზის მიმდებარე სოფლებში, სტიქიისგან დაზარალებული...
Rural Development Agency
სტიქიისგან დაზარალებული ფერმერი
Business Media Georgia
სტიქია კახეთში
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
PKTV -1-ლი ნაწ: როგორ ბარბაროსულად ართმევს ბანკი "ქართუ" სტ...
PK TV2
PKTV -მე-2 ნაწ: როგორ ბარბაროსულად ართმევს ბანკი "ქართუ" სტ...
PK TV2
აგროდაზღვევის პროექტი
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
სტიქიისგან დაზარალებული შიმშილობით იმუქრება
ტელეკომპანია თანამგზავრი
სტიქიისგან დაზარალებული მოქალაქე მერიის თანამშრომლებმა მოინა...
ტელეკომპანია თანამგზავრი