ოზურგეთში „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლის განცხადება

25.10.2018 01:25

ოზურგეთში, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელი ლანჩხუთის მერის რწმუნებულს სუფსის ადმინისტრაციულ ერთეულში, არჩევნების დღეს პროვოკაციის მოწყობის დაგეგმვაში ადანაშაულებს. მისი თქმით, რწმუნებულის და მისი გარემოცვის მხრიდან სუფსაში იგეგმება ნარკოტიკული ნივთიერებების შეტანა, რათა არჩევნებში, არასასურველი შედეგის შემთხვევაში, მარტივად მოხდეს ნარკოტიკული ზემოქმედების ქვეშ მყოფი ახალგაზრდების მართვა და პროვოკაციის მოწყობა. ასკურავა ლანჩხუთის მერსა და სამართალდამცავებს რეაგირებისაკენ მოუწოდებს. აღნიშნულ ინფორმაციას აბსურდულს უწოდებს ლანჩხუთის მერი ალექსანდრე სარიშვილი. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი -   / 1stchannel   გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb   ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

გაზიარება: