ყველა ვიდეოს სანახავად გადადით ოფიციალურ არხზე და გამოიწერეთ: / kanaal
\"8 წლის განმავლობაში მილიარდერის და მისი ხელისუფლებისგან რა ტყუილი არ მოგვისმენია, რა ფუჭი დაპირება - დაწყებული უფასო ფულით, გაგრძელებული 5 მილიონით თითო სოფელს და ბევრი სხვა.
მაგრამ გუშინ რა ტყუილების თაიგულიც ხელისუფლებამ აკადრა ხალხს, გუშინდლამდე მათაც კი არ უკადრებიათ!
პარლმენტში დასამტკიცებლად ვერ წარადგინეს საგანგებო ბიუჯეტი, ვინაიდან არ არსებობს დაფინანსების წყაროები და მინიმუმ მაისის ბოლომდეც არც აპირებენ ბიუჯეტის შემოტანას.
დღეს 24 აპრილია, ანუ მინიმუმ ერთი თვე არანაირი დახმარების გაცემას არ აპირებენ! არადა გუშინ ისე ისაუბრეს, თითქოს დაიწყეს დახმარებების გაცემა!
არავის ჭირდება დახმარება ახლა ისე, როგორც სოფლად მაცხოვრებლებს.
ახლა სჭირდება სოფლის მეურნეობის კულტურებს სასუქი, შხამ-ქიმიკატები, პესტიციდები და სხვა.
გლეხს ახლა უწევს განსაკუთრებული ხარჯის გაწევა ბოსტნეულის მოსაყვანად, ხეხლილის, ვაზის მოსავლელად.
ახლა სჭირდება შეხიდება გლეხს, რომ სოფლის მეურნეობის პროდუქტი მოიყვანოს.
ამიტომ აგრარული ვაუჩერი ოჯახებზე არის გასაცემი, რაზეც ბევრს ვსაუბრობდით ოპოზიციაში და ხმა, კრინტიც არ ამოგიღიათ გუშინ!
თვითდასაქმებულების დახმარება მოხდება ერთჯერადად და მიიღებენ 4 ჯერ უფრო ნაკლებ დამხარებას, ვიდრე დასაქმებულებიო. რატომ ოთხჯერ ნაკლები?
და ყველაზე დიდი ტყუილი - 840 000 თვითდასაქმებულისთვის გამოიყო 75 მილიონი ლარიო. ერთჯერადად 300 ლარს გავცემთო და რეალურად ეს თანხა მხოლოდ 240 000 ადამიანისთვის არის საკმარისი.
840 000 თვითდასაქმებულს სჭირდება 252 მილიონი ლარი და არა 75 მილიონი.
ყველა ის ადამიანი, ვინც მიწაზე მუშაობდა დღიურად, თივას აზვინებდა, ვენახში მუშაობდა, ან ხელოსნები - დურგლები, სანტექნიკოსები, მღებავები, ვინც კერძოდ მუშაობდნენ - მათ ყველამ დაკარგეს სამსახური და როგორ დაგიმტკიცონ რომ ისინი მუშაობდნენ, როგორ მოახდინონ ფაქტის კონსტანტაცია, ცნობა საიდან მოგიტანონ?\" - ნიკა მელია