ზაურ გურჩიანი სოხუმის იზოლატორიდან გაათავისუფლეს


ორთვიანი პატიმრობის შემდეგ სოხუმის იზოლატორიდან 52 წლის ზაურ გურჩიანი გაათავისუფლეს.

საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებმა საქართველოს მოქალაქე 5 აგვისტოს ე.წ საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის ბრალდებით დააკავეს.

რეგიონულ საკითხებში საქართველოს პრემიერ-მინისტრის მრჩევლის აპარატში აცხადებენ, რომ გურჩიანმა ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორია გუშინ ღამე დატოვა და ოჯახს დაუბრუნდა. ოჯახების ინფორმაციით მასზე ფიზიკური ზეწოლა არ განხორციელებულა, თუმცა გურჩიანი მძიმე ფსიქოლოგიურ მდგომარეობაში იმყოფება.

აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებული მოქალაქე ოკუპირებულ ტერიტორიაზე ნათესავების მოსანახულებლად დადიოდა.

ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/
მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://www.facebook.com/pg/1stchannel/
გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb  
ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას.
მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით.
დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა,
ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

ვიდეოები „პირველი არხი Georgian Public Broadcaster"-ისგან