"საქართველოს საარჩევნო კოდექსში" შესული ცვლილებების წინააღმდეგ ჟურნალისტები ხელმოწერებს აგროვებენ


\"საქართველოს საარჩევნო კოდექსში\" ცვლილებები შევიდა. ორგანული კანონის მე-8, მე-14, 30-ე და 77-ე მუხლების ზოგიერთი ქვეპუნქტის გათვალისწინებით, საარჩევნო უბანზე მედია-საშუალებების მიერ ფოტო და ვიდეო გადაღება ეთჯერადად, მხოლოდ 10 წუთის განმავლობაშია დასაშვები. კომიისიის წევრების მიერ ინტერვიუების მიცემა კენჭისყრის პროცესში მისთვის განკუთვნილი მოვალეობების შეფერხების გარეშე უნდა განხორციელდეს. საარჩევნო პროცედურების განსაზღვრის შესახებ განხორციელებულ ცვლილებებზე მედიის წარმომადგენლებთან შეხვედრა არასამთავრობო სექტორის წარმომადგენელმა, კერძოდ, „საია\"-ს თელავის ოფისის ხელმძღვანელმა, მარეხ მგალობლიშვილმა, გამართა. დღესვე დაიწყო მედიის წარმომადგენლების ხელმოწერების შეგროვება საარჩევნო კოდექსში ცვლილებების შესვლის თაობაზე, რადგან აღნიშნული კანონი არ აძლევთ ჟურნალისტებს საშუალებას სრულფასოვნად შეასრულონ თავისი საქმიანობა.

ვებ-გვერდზე გადასვლა:
http://bit.ly/1bs0cx4

ვიდეოები „ტელეკომპანია თანამგზავრი"-ისგან