დაჯარიმება რეგულაციის დარღვევის გამო


შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტის წარმომადგენლებმა „გირჩი - მეტი თავისუფლების“ ლიდერის, ზურაბ ჯაფარიძის მიერ გახსნილი ბარი დალუქეს. მათი თქმით, ბარი მთავრობის განკარგულების დარღვევის გამო დააჯარიმეს, რომლის მიხედვითაც, კვების ობიექტების მუშაობა 22 საათამდეა დასაშვები. აღნიშნულ ბარში გუშინ მასობრივი გასართობი ღონისძიება მიმდინარეობდა. ამავე მისამართზე მდებარე ობიექტი ჯერ 7 სექტემბერს დააჯარიმეს. შპს „თეფთეიშენს“ კანონდარღვევისთვის 10 000 ლარის ოდენობის სანქცია დაეკისრა. განმეორებით დარღვევის გამო კი, დაილუქა. მიუხედავად ამისა, ლერმონტოვის ქუჩაზე „გირჩი-მეტი თავისუფლებამ“ ბარი დღეს რამდენიმე საათის წინ გახსნა. ზურაბ ჯაფარიძის განცხადებით, მათ შტაბი გახსნეს, რომელიც არჩევნების ჩათვლით იმუშავებს.

ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/
მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://bit.ly/2WZv1qY
გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb  
ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას.
მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით.
დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა,
ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

ვიდეოები „პირველი არხი Georgian Public Broadcaster"-ისგან