თანამშრომლობის მემორამდუმი

28.05.2013 01:27

საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროში, საქართველოს პირველმა ლედიმ, რადიო „მუზას" დამფუძნებელმა სანდრა ელისაბედ რულოვსმა და საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრმა გურამ ოდიშარიამ ხელს მოაწერეს მემორანდუმს, რომლის თანახმადაც, რადიო „მუზას" საჯარო სამართლის იურიდიული პირის სტატუსი მიენიჭება. მემორანდუმი: „ საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო, (შემდგომში -სამინისტრო) რომელსაც წარმოადგენს მინისტრი მირიანე ოდიშარია და ა(ა)იპ კლასიკური მუსიკის ხელშეწყობის ასოციაცია, (შემდგომში -ასოციაცია) რომელსაც წარმოადგენს დამფუძნებელი და გამგეობის თავმჯდომარე სანდრა ელისაბედ რულოვსი, ვადასტურებთ რა რადიო „მუზას" მნიშვნელობას კლასიკური, ქართული ტრადიციული და სასულიერო მუსიკის განვითარებაში, გამოვთქვამთ მზადყოფნას ურთიერთთანამშრომლობით ხელი შევუწყოთ რადიო „მუზას" საჯარო სამართლის იურიდიულ პირად დაფუძნებას და შემდგომ ფუნქციონირებას". http://www.culture.gov.ge/   / culturegovge   http://twitter.com/#!/CULTUREgovge    / culturegovge   http://www.flickr.com/photos/cultureg... http://www.myvideo.ge/?user_id=855045

გაზიარება: