ღვინის ტურიზმის ასოციაციის \u0026 ღვინის ეროვნული სააგენტოს მიერ ორგანიზებული დებრა მეიბურგის ღვინის ტური

06.10.2016 07:32

2016 წლის 18-დან 24 სექტემბერის ჩათვლით, საქართველოს ესტუმრა ერთკვირიანი ღვინის მედია-ტურით, ღვინის მაგისტრის, დებრა მეიბურგის ხელმძღვანელობით ღვინის თემაზე მომუშავე ჟურნალისტების ჯგუფი (იტალია, ავსტრალია, აშშ, პორტუგალია, ჩინეთი). „ღვინის ეროვნული სააგენტოს“ და „ღვინის ტურიზმის ასოციაციის“ ორგანიზებით გამართული ტურის ფარგლებში, მედიის წარმომადგენლებმა ქართლსა და კახეთში მოინახულეს სხვადასხვა ღვინის კომპანია, სადაც გაეცნენ საქართველოს ღვინის კულტურას, ისტორიას, ქართულ სამზარეულოსა და ფოლკლორს, მოინახულეს ქვევრის სახელოსნო და დააგემოვნეს ქართული ღვინოები. ერთკვირიანი ინტენსიური პროგრამა მოიცავდა ღვინის დეგუსტაციებს, ვიზიტებს ღვინის მარნებში, მეღვინეებთან შეხვედრას, მცირე პრეზენტაციებს, ისტორიულ და კულტურული ღირშესანიშნაობების გაცნობას, ღვინის ტურიზმის და კულინარიის ტურიზმის ობიექტების მონახულებას და შეხვედრებს ღვინის ტურიზმის სფეროში მომუშავე ორგანიზაციებს შორის, ინდუსტრიაში არსებული საკითხების, სიახლეებისა და ტენდენციების გასაცნობად. XXX Website ➡ http://wine-tourism.org/ facebook ➡   / winetourismassociation   instagram ➡   / wine_tourism_association   twitter ➡   / georgia_wine

გაზიარება:

მსგავსი ვიდეოები

ყველა ვიდეო