ავთანდილ ხურციძის სასამართლო პროცესი

09.09.2018 00:55

ავთანდილ ხურციძის სასამართლო პროცესი ამერიკის შეერთებულ შტატებში. საქმის განხილვას და განაჩენის გამოცხადებას „მოამბის“ ჟურნალისტი მარიამ ცარელაშვილი დაესწრო. სხდომის დასრულების შემდეგ კომენტარი არც დაცვის და არც ბრალდების მხარეს არ გაუკეთებია. მსოფლიო ჩემპიონი კრივში ავთანდილ ხურციძე ამერიკის შეერთებული შტატების ციხეში 10 წელს გაატარებს, ასეთია მოსამართლის გადაწყვეტილება. ბოლო პროცესზე, სადაც ხურციძის საქმეზე გადაწყვეტილება უნდა გამოცხადებულიყო, დაცვის მხარემ მოკრივისთვის მინიმალური სასჯელი და საქართველოში დეპორტაცია მოითხოვა, რასაც ბრალდების მხარე არ დაეთანხმა. სასჯელის გარდა, მოსამართლის გადაწყვეტილებით, გათავისუფლების შემდეგ, ხურციძეს კიდევ 2 წელი, სამართალდამცველების მეთვალყურეობის ქვეშ მოუწევს ყოფნა. მოსამართლემ მსჯავრდებულს საკუთარი საბანკო ანგარიშიდან, რომელიც გაყინული იყო და მასზე 60 ათასი დოლარი ირიცხება, ჯარიმის სახით 15%-ის გადახდაც დააკისრა. ავთანდილ ხურციძის ადვოკატებს განაჩენის გასაჩივრებისთვის 14-დღიანი ვადა აქვთ. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://www.facebook.com/pg/1stchanne... გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb   ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

გაზიარება:

მსგავსი ვიდეოები

ქართველ მოკრივეს, მსოფლიო ჩემპიონს ავთანდილ ხურციძეს ათწლიანი პატიმრობა მიესაჯა.
03:56

ქართველ მოკრივეს, მსოფლიო ჩემპიონს ავთანდილ ხურციძეს ათწლიან...

პირველი არხი Georgian Public Broadcaster

ავთანდილ ხურციძის საქმე
01:00

ავთანდილ ხურციძის საქმე

პირველი არხი Georgian Public Broadcaster

ავთანდილ ხურციძის ოჯახი სასამართლოს გადაწყვეტილებას ასაჩივრებს
01:04

ავთანდილ ხურციძის ოჯახი სასამართლოს გადაწყვეტილებას ასაჩივრე...

პირველი არხი Georgian Public Broadcaster

ავთანდილ ხურციძის დედა - შვილი ტელეფონით დამიკავშირდა და მითხრა, რომ ერთ კვირაში გაათავისუფლებენ
00:51

ავთანდილ ხურციძის დედა - შვილი ტელეფონით დამიკავშირდა და მით...

პირველი არხი Georgian Public Broadcaster

ავთანდილ ხურციძეს ნიუ იორკის სასამართლომ ათწლიანი პატიმრობა მიუსაჯა
01:01

ავთანდილ ხურციძეს ნიუ იორკის სასამართლომ ათწლიანი პატიმრობა...

პირველი არხი Georgian Public Broadcaster

„მოამბე“ 21 საათზე, 8 სექტემბერი, 2018 #LIVE
36:00

„მოამბე“ 21 საათზე, 8 სექტემბერი, 2018 #LIVE

პირველი არხი Georgian Public Broadcaster

ავთანდილ ხურციძის ჰაილაითები  |  Avtandil Khurtsidze Highlights.
03:45

ავთანდილ ხურციძის ჰაილაითები | Avtandil Khurtsidze Highlig...

Kickboxing Academy Of Georgia

#სპორტისდაფა ევროპის ჩემპიონატი ფარიკაობაში / #რაგბი / ავთანდილ ხურციძის დაკავება
16:58

#სპორტისდაფა ევროპის ჩემპიონატი ფარიკაობაში / #რაგბი / ავთან...

პირველი არხი სპორტი

ყველა ვიდეო