ქადაგება ცხოვრებით და არა მხოლოდ სიტყვით
"სასულიერო პირისთვის ყველაზე მნიშვნელოვანია, იქადაგოს ცხოვრებით და არა მხოლოდ სიტყვით" – გადაცემა „უცნობი გმირები" დეკანოზი მიქაელ ბუკია იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს ონკოჰემატოლოგიის განყოფილებას 2003 წლიდან მოყოლებული, 17 წელია, ყოველ კვირას სტუმრობს, ამხნევებს და ზრუნავს ბავშვებზე... "ეს ბავშვები ნამდვილად გმირები არიან. ერთია, რომ მათ საკუთარ ტკივილთან უწევთ გამკლავება და, მეორეა, რომ ფიქრობენ, სხვას გული არ ატკინონ, სხვა არ შეაწუხონ თავიანთი ტკივილით. ისინი ძალიან დიდი ადამიანები არიან, დიდები არიან თავიანთი შინაგანი სამყაროთი... სანამ ცოცხალი ვიქნები, ალბათ იქიდან ვერ წამოვალ, მიჭირს, მაგრამ... ამ ბავშვების გამო ხალათს კი არა, რკინის აბჯარს ჩავიცვამ... იქ რომ შეხვალ, მათ მოღიმარ სახეებს დაინახავ. ეს მოღიმარი სახე შეიძლება იყოს თეთრად გათენებული ღამის შემდგომ, რადგან ტკივილისგან შეიძლება მთელი ღამე არ ეძინა, ან შეიძლება იმ წუთასაც სტკივა, მაგრამ როგორც კი დამინახავენ, თვალები უნათდებათ... ამ ყველაფერს საკუთარ თავთან მარტო დარჩენილი გონებაში რომ გადახარშავ, უბრალოდ, ეს იქნება ღალატი, რომ იქ მეორედ არ მიხვიდე... სასულიერო პირობა - ეს არის მსახურება, ყველას მსახური უნდა იყო, არ აქვს მნიშვნელობა არც სარწმუნოებრივ და არც სოციალურ მდგომარეობას..." "...ამ ყველაფრის ძალაც და, გარკვეულწილად, გზამკვლევიც ოჯახია, მამა მიქაელს 6 შვილი ჰყავს: „ოჯახი ჩემთვის არის, რომ იტყვიან, საფიცარი ხატი, იმის საშუალებას არ მაძლევს, რომ უკან დავიხიო, ჩავიმუხლო, იმიტომ რომ შენ უკან დგანან ადამიანები, რომელთაც შენზე აქვთ სწორება, შესაბამისად, ისე უნდა იცხოვრო, რომ მათთვის მაგალითი იყო". ტელეკომპანია "იმედი", გადაცემა "უცნობი გმირები", 31.05.2020. გამოიწერეთ ჩვენი არხი: / @user-mp5zh4kh5g FB გვერდი: / sazupatriarchate
საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური-ის სხვა ვიდეოები
დედების ცხოვრება ბოდბის მონასტერში
იღუმენი ლუკა (ფალავანდიშვილი) - ბერი ექიმის თეთრი...
განსაცდელი (კრიზისი) - ჩიხი თუ ახალი "შესაძლებლობა...
44:10
ევქარისტიის შესახებ
01:04:00
სიყვარულის ფილოსოფიურ-ქრისტიანული გააზრება
56:06
აზარტული თამაშების მავნე შედეგები
01:01:15
საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის საქმიანობის...
მსგავსი ვიდეოები
"ღმერთის მწამს და მღვდლის არა" / ეკლესიური ცხოვრების არსი
თამარის ლაივი #20 | ელიას თავი 2022წლის წინ მოკვეთეს!
Liquidi Dogma | თამარის ლაივი
【K】Georgia Travel-Signagi[조지아 여행-시그나기]보드베 수도...
KBS여행 걸어서 세계속으로
საკვირაო ქადაგება
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
საღმრთო ლიტურგია | ქადაგება 20.07.2017
მამა თეოდორე გიგნაძის ქადაგებები / Father Theodore
საღმრთო ლიტურგია | ქადაგება 26.11.2017
მამა თეოდორე გიგნაძის ქადაგებები / Father Theodore
საღმრთო ლიტურგია | ქადაგება 09.11.2017
მამა თეოდორე გიგნაძის ქადაგებები / Father Theodore
მამა თეოდორე - აღსარება და ხშირი ზიარება (ამონარიდი 20.07.20...
Vache Makaridze