ყალბი ვალუტის შეძენის და გასაღების ფაქტი

12.04.2023 01:53

ამ წუთებში საქალაქო სასამართლოში ყალბი ვალუტის შეძენის, შენახვისა და გასაღებისთვის დაკავებული ოთხი პირისთვის აღკვეთი ღონისძიების შეფარდებაზე მსჯელობენ. პროკურატურა პატიმრობის მოთხოვნას მიმალვისა და მტკიცებულებების გაყალბებით ასაბუთებს, რაც შეეხება დაცვის მხარეს, დაკავებულები დანაშაულს არ აღიარებენ. ადვოკატი ამბობს, რომ მის დაცვის ქვეშ მყოფს ყალბ კუპიურებთან შეხება არ ჰქონია და დანაშაულის დამადასტურებელი მტკიცებულებები არ არსებობს. სახელწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა საქართველოს ოთხი მოქალაქე ყალბი ვალუტის შეძენის, შენახვისა და გასაღების ფაქტზე დააკავეს. გამოძიებით დადგინდა, რომ დანაშაულებრივ ჯგუფში ჩართულმა პირებმა 2023 წლის მარტსა და აპრილში 3 050 აშშ დოლარის სანაცვლოდ გაასაღეს 6 100 აშშ დოლარის ყალბი კუპიურები. დანაშაული 7-დან 10 წლამდე ვადით პატიმრობას ითვალისწინებს. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი -   / 1stchannel.1tv.ge   გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb   ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

გაზიარება:

მსგავსი ვიდეოები

უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე სისხლისსამართლებრივი დევნა ოცი პირის მიმართ დაიწყო
00:19

უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე სისხლისსამართლებრივი...

საქართველოს პროკურატურა

პროკურატურამ სისხლისსამართლებრივი დევნა ოცი პირის მიმართ დაიწყო
04:41

პროკურატურამ სისხლისსამართლებრივი დევნა ოცი პირის მიმართ დაი...

საქართველოს პროკურატურა

შსს მ ყალბი ვალუტის გასაღების ბრალდებით ოთხი პირი დააკავა
00:52

შსს მ ყალბი ვალუტის გასაღების ბრალდებით ოთხი პირი დააკავა

MIA Border Police

ანტიკორუფციულმა სააგენტომ ყალბი ვალუტის გასაღების ფაქტზე 2 პირი დააკავა
02:47

ანტიკორუფციულმა სააგენტომ ყალბი ვალუტის გასაღების ფაქტზე 2 პ...

State Security Service of Georgia

ყალბი უცხოური ვალუტის გასაღების ფაქტზე ერთი პირი დააკავეს
00:28

ყალბი უცხოური ვალუტის გასაღების ფაქტზე ერთი პირი დააკავეს

Civil Press სამოქალაქო პრესა

ფულის სათვლელი NX680-ის გამოყენების ინსტრუქცია / Bill Counter NX-680 manual - ჯიესენი / GSN
01:14

ფულის სათვლელი NX680-ის გამოყენების ინსტრუქცია / Bill Counte...

GSN

ყალბი სიახლეები/“დღის არხი“/“რადიო იმედი,Radio Imedi

ყალბი სიახლეები/“დღის არხი“/“რადიო იმედი,Radio Imedi

რადიო იმედი

ყალბი დონაციების ჩელენჯი 🤑 @Korkota14   FAKE DONATION TROLL 😂

ყალბი დონაციების ჩელენჯი 🤑 @Korkota14 FAKE DONATION TROLL...

Nika Dotiashvili

ყველა ვიდეო