„ევრობასკეტ 2021“


2021 წლის „ევრობასკეტს“ თბილისში ახალი არენის ნაცვლად, ახალი ოლიმპიური სასახლე უმასპინძლებს, რომელიც მომავალი წლიდან ფაქტობრივად, თავიდან აშენდება. ამის შესახებ საქართველოს კალათბურთის ფედერაციისა და სპორტის სამინისტროს წარმომადგენლებმა განაცხადეს.

აღინიშნა, რომ ან უნდა აშენებულიყო ახალი არენა ან რომელიმე არსებული განახლებულიყო. ეკონომიური მოსაზრებებიდან გამომდინარე და ფიბა-ს ექსპერტებთან კონსულტაციის შედეგად, უპირატესობა მეორე ვარიანტს მიენიჭა. პირველის მშენებლობა 200 მილიონი ლარი დაჯდებოდა, ხოლო არსებულის განახლება - ამ თანხის ნახევარი. ამავე დროს, ცნობილი გახდა, რომ 2021 წლის „ევრობასკეტის“ საორგანიზაციო კომიტეტის პრეზენტაცია 2020 წლის იანვრიდან გაიმართება. ახალი ოლიმპიური სასახლის განახლებაც ამავე პერიოდიდან დაიწყება.

ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/
მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://bit.ly/2WZv1qY
გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb  
ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას.
მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით.
დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა,
ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

ვიდეოები „პირველი არხი Georgian Public Broadcaster"-ისგან