დოუნანა - ბაჩო გამახარია / Dounana - Bacho Gamakharia
ტექსტი: ზაალ ჯალაღონია ანთასჲ წანა მუსიკა: ბაჩო გამახარია გიტარა: ბაჩო გამახარია Zstudio ზაზა გოჩიტაშვილი / bacho-gamakharia-106901768329577 https://www.instagram.com/ ზაალ ჯალაღონია ათასი წელი გავიდა მეგრულიდან თარგმნა როზა ზარანდიამ ათასი წელი გავიდა, გულს ხან გავაღებ, ხან - ვკეტავ, ეს მოკრიალე რიჟრაჟი, რაღაცამ გამოაშრეტა. ათასი წელი გავიდა, უნახავად ვარ ხილული, ვარსკვლავებად რაც ჩამომქნეს, ცხრა სხივად ჩამოსირმული, ათასი წელი გავიდა, უნახავად ვარ ხილული. ძირს ჩემი დარდი უგიათ, ანწლს, ჭიაფერას, ღიღილოს, რომ მოხვალ, სხვას რაღას იზამ, ტკივილი უნდა ითმინო. სული თხლეს ამოფარვია, ზემოთ რომ ადგას - ჭანგია, და, მაინც, რაა ქვეყანა? ერთი ძველმანი ფლასია... მიწიდან რომ ვერ ამოთხრი, ჩემი უკვდავი ფესვია. მე მზე ვარ, ცაზე მიკრული, ლექსიდან ამოკვირტული, მთვარიდან ნაციალები, ქარებში ნარიალები, მურიცხები მომძახოდნენ - ასეთ გაჩენას ვინატრებთ!.. წლები ტანზე მაქვს შეზრდილი, დღენი - ფოთლებად შრიალებს, მე მზე ვარ, ცაზე მიკრული, ლექსიდან ამოკვირტული.
Bacho Gamakharia-ის სხვა ვიდეოები
03:19
megrelian rock bacho gamakharia -ნანაშჲ ნინა-nanas...
04:11
დოუნანა - ბაჩო გამახარია / Dounana - Bacho Gamakha...
03:45
bacho gamakharia/luka gamakharia zotonjishi ochmar...
03:53
ბაჩო გამახარია/ირაკლი ქარდავა ბჟა დიდა რე ჩქიმი.Ba...
04:07
ბაჩო გამახარია-სიზმარი/ bacho gamakharia-sizmari
03:05
ნანაშჲ ნინა - ბაჩო გამახარია/nanash nina - Bacho G...
03:40
ჰარირა- harira Bacho Gamakharia, Irakli Kardava, L...