თქვენ ხართ დამნაშავე, კრიმინალი, რომელსაც აუცილებლად დაადებენ ხელბორკილებს - მელია გახარიას
(ახალი ამბები 02.05.2019) „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერის, ნიკა მელიას შეფასებით, ერთ-ერთი მთავარი უწყების ხელმძღვანელს გიორგი გახარიას არც ერთ შეკითხვაზე პასუხი არ აქვს. ნიკა მელიამ მინისტრის საათის ფორმატის ფარგლებში პარლამენტის პლენარულ სხდომაზე მყოფ შს მინისტრს ბოლო წლებში მომხდარი გახმაურებული დანაშაულები ჩამოუთვალა და ამ საქმეების გამოუძიებლობის გამო მას პასუხისმგებლობა დააკისრა. განცხადებით, მას შემდეგ, რაც გახარია შს მინისტრად დაინიშნა, გაუარესდა სიტუაცია სხვადასხა მიმართულებით, სადაც მინისტრის პასუხისმგებლობის საკითხი დგება. „თქვენ არ ხართ შს მინისტრი, ხართ კრიმინალი გახარია, რომელსაც მალე დაადებენ ხელბორკილებს“ - განუცხადა მელიამ გახარიას და თან გააფრთხილა, რომ მომავალში მას ივანიშვილი არ დაიცავს. „სანამ სარკაზმით ისაუბრებდეთ, იმ უმტკივნეულო საკითხებზე, რაც ასიათასობით ადამიანს აწუხებს, კარგად დაფიქრდით! რაც მინისტრი ხართ 55 პროცენტით გაიზარდა კრიმინალი. 90 პროცენტით არის გაზრდილი ქრთამის აღება საჯარო სამსახურებში. ამ ყველაფერზე მოგიწევთ პასუხისგება. ასეთი დათრგუნული, დაღლილი, ილაჯგამოლეული შს მინისტრი, რომელსაც არანაირი პასუხი არ გააჩნია, არის საშიში სახელმწიფოსთვის“ - განუცხადა ნიკა მელიამ შს მინისტრს. გამოიწერეთ ჩვენი არხი და იყავით აქტუალური მოვლენების ეპიცენტრში: https://goo.gl/anfTFi
Tv Kavkasia-ის სხვა ვიდეოები
რა ფულიც არ უნდა დახარჯოს ივანივილმა, როგორც არ უნ...
როგორც კი სანდრა მოიგებს, ივანიშვილის ბუნდღი აღარ...
ივანიშვილი რომ ბიზნესს იბარებს და საქმეებს არჩევს,...
ვიძახოთ ახლა, კარგი კაცია თუ ცუდი სერგეენკო, თუ კა...
„შეიძლება სალომე ზურაბიშვილი იყოს ის პრეზიდენტი, რ...
"ივანიშვილს წარმოდგენა არ აქვს სახელმწიფოს მართვაზ...
პროტესტი და უხერხულობები პრეზიდენტის მიერ ორგანიზე...
სუს-ში მიმსვლელი არ ვარ, ცდილობენ გამანადგურონ, მა...
მსგავსი ვიდეოები
დამნაშავე ხართ თქვენ ბატონო პრემიერო
ტვ პირველი • TV Pirveli
გირჩის მიერ ინიცირებული კანონპროექტის განხილვა, რომელიც ეროვ...
Girchi • გირჩი
გადაცემის მე-2 ბლოკი, 'კონფლიქტური ზონები' და სპეცოპერაციები...
PK TV2
გადაცემის მე-3 ბლოკი: კონფლიქტური ზონები და სპეცოპერაციები -...
PK TV2
თქვენ ხართ? ვალუტის კურსი
ბირდაბირი
თქვენ ხართ? გამოჩენილი მწერალი
ბირდაბირი
თქვენ ხართ პროვოკატორები და მატყუარები - ირმა ინაშვილი TV პი...
MULTIMEDIA GE
თქვენ ხართ ჩამოშლილები, პოლიტიკის, მორალის, ზნეობის აზრზე ა...
ტელეკომპანია კავკასია • TV Kavkasia