გირჩის მიერ ინიცირებული კანონპროექტის განხილვა, რომელიც ეროვნული ბანკის ძალაუფლების შეზღუდვას ეხება
სანდრო რაქვიაშვილი საქართველოს პატრლამენტში: „თუ თქვენ მიდიხართ მაღაზიაში და გრძნობთ, რომ ყოველთვიურად თქვენ უფრო ღარიბი ხართ და ნაკლებს ყიდულობთ, ესე იგი თქვენ იბეგრებით. მაგრამ არიან ადამიანები, ვინც ამისგან სარგებლობენ. მაგალითად, ჩვენი ქვეყნის საბანკო სისტემა, რომელიც არის პირველ ადგილზე მსოფლიოში მომგებიანობით. ჩვენი ბანკირები არ არიან ამდენად გენიალურები, რომ ყველას აჯობონ ამ სამყაროში. ეროვნული ბანკი, როცა ბეჭდავს ფულს ეხმარება ბანკებს მიიღონ დამატებითი მოგება. ეს არ არის მხოლოდ ფარული დაბეგვრა, არამედ ეს არის ყველაზე ამორალური დაბეგვრა, იმიტომ, რომ იბეგრება ყველაზე ღარიბი ადამიანი, შედარებით ყველაზე მდიდარი ადამიანების სასარგებლოდ... მაგრამ ყველაფერს აქვს ზღვარი... მსოფლიოში ყველა ადეკვატურ ეკონომისტს თუ პოლიტიკოსს ესმის, რომ დაბეგვრის ამ სახეობასაც უნდა ჰქონდეს ზღვარი. ჭკვიანურად, ჩვენ ამას ვეძახით "ინფლაციის თარგეთს" - 3%-ზე მეტი არ დავბეგროთო მოსახლეობაო, ამას ნიშნავს ეს, მაგრამ ახლა ჩვენ გვაქვს 13%. " "ეროვნული ბანკი ყოველ წლიურად 2 მილიარდ ლარს ბეჭდავს. 2 მილიარდი ლარით, ფაქტობრივად ყველაზე ღარიბი მოსახლეობა ჩვენ ქვეყანაში ასუბსიდირებს კომერციულ ბანკებს." "წინა წელს, როცა კობა გვენეტაძე იყო მოსული და ჰყვებოდა - რა მაგარია და რომ არაფერში დამნაშავე არ არის და ყველაფერი, რაც ცუდი ხდება, გარე ფაქტორების ბრალია, მე ბევრ თქვენგანს ველაპარაკე და გარწმუნებდით, რომ არ დაგეჭირათ მხარი, არ აგეღოთ პასუხისმგებლობა იმაზე, რასაც ეროვნული ბანკი ჩადის. მაგრამ მაშინ არგუმენტი, რომელიც თქვენ მითხარით, იყო, რომ - კი მაგრამ, რა გავაკეთოთ, რა ინიციატივა გაქვთო - მე ავიღე ეს კანონი (ორგანული კანონი ეროვნული ბანკის შესახებ) და ავარჩიე კანონში ისეთი ნორმა, რომლის კონტრარგუმენტი არ გექნებოდათ. კონკრეტულად, ეროვნულ ბანკს აქვს უსასრულო ძალაუფლება გახადოს ნებისმიერი ინფორმაცია კონფიდენციალური, ანუ ნებისმიერი ინფორმაცია, რომელიც ეროვნულ ბანკს გაუხარდება, შეიძლება სამუდამოდ იყოს დახურული. ასეთი ძალაუფლება არ აქვს სუს-ს, ასეთი ძალაუფლება არ აქვს თავდაცვის სამინისტროს, ასეთი ძალაუფლება არ აქვს არავის, არცერთ ქვეყანაში. ეს ნორმა გაჩნდა 2009 წელს, როცა საჭირო იყო დიდი ძალაუფლება კომერციულ ბანკებზე კონტროლის დასამყარებლად. ეს ნორმა დღემდე დარჩა და იცავს ეროვნულ ბანკს ნებისმიერი კონტროლისგან... შემდეგ კვირას პარლამენტში მოვა კობა გვენეტაძე და მოგიყვებათ რაღაც სისულელეებს, თუ როგორ გამოიწვია 13%-იანი ინფლაცია შოკებმა და რაღაც გარე ფაქტორებმა, პრობლემა იქნება ის, რომ ვერცერთი თქვენგანი ვერ გადაამოწმებს სიმართლეა თუ არა, იმიტომ, რომ უბრალოდ არ გაქვთ ინფორმაცია და რომ მოითხოვოთ, ვერ მიიღებთ. ეს ხომ არასერიოზულია, როცა პარლამენტს აქვს კონსტიტუციით დაკისრებული ვალდებულება, რომ აკონტროლოს ეროვნული ბანკი, მაგრამ ამას ვერ აკეთებს... " 🔵 შემოგვიერთდი ჯგუფში: / npcmemb 🟢 Website: https://www.girchi.com/ 🔵 Facebook: / girchiparty 🟠 Instagram: / girchiparty 🔵 Twitter: / girchiparty 🔵 LinkedIn: https://bit.ly/3JPqbUZ
Girchi • გირჩი-ის სხვა ვიდეოები
ხელახალი არჩევნები საჭიროა იმ გარემოებების გამო, რ...
მეც მაინტერესებს რას აპირებენ ჩემი კოლეგები ოპოზიც...
საღი აზრი ეყოფა ინტელექტს მიმართოს და არა ძალას, ი...
ამ დიალოგის გადარჩენის სხვადასხვა გზები არსებობს,...
წერილი #3 - კითხვა შინაგან საქმეთა სამინისტროს
საზოგადოების ყურადღება გვინდა მივიქციოთ ამ 7 საკი...
ფაქტობრივად ჩვენს ქვეყანაში პოლიტიკური მართლმსაჯულ...
შეთანხმება იმ პოლიტიკურ სიგიჟეს დაასრულებს, რაც ბო...
მსგავსი ვიდეოები
„თავდაცვის კოდექსის“ განხილვა პარლამენტში
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
სესიაშვილის ინიციატივის განხილვა გადაიდო
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ორი კანონპროექტი „ამნისტიის შესახებ“
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ხმაური ბიუროს სხდომაზე
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
გირჩის მიერ ინიცირებული ამნისტია მიხეილ სააკაშვილსაც შეეხება
ტვ პირველი • TV Pirveli
პარტიულ სიებში გენდერული კვოტირება უქმდება
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
პრაიმერიზი და ბოიკოტი - ოპოზიცია ახალი სტრატეგიის ძიებაში
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ოპოზიციური პარტიის მიერ ინიცირებული რეზოლუციის პროექტი
პირველი არხი Georgian Public Broadcaster