„ქართული ოცნების“ დელეგაციის ვიზიტი ჩინეთში


სტრატეგიული პარტნიორობის დამყარების შემდეგ მმართველი გუნდი ჩინეთთან პოლიტიკურ-ეკონომიკური თანამშრომლობის გაღრმავებას პრიორიტეტულ საკითხად აცხადებს. ამ მიზნით „ქართული ოცნების“ ლიდერების შეხვედრები პეკინის შემდეგ შანხაიში გრძელდება. ქართული დელეგაცია ამჯერად შანხაის საბჭოს ხელმძღვანელობამ მიიღო. ვიზიტის დღის წესრიგის ძირითადი მიმართულებებია ახალი ინვესტიციების მოზიდვა საქართველოში, პოლიტიკურ და ბიზნეს-წრეებთან კონტაქტების გაძლიერება და აბრეშუმის გზის მომავალი. ევროპა-აზიის დამაკავშირებელი მარშრუტის მიმართ ჩინეთის მხრიდან განსაკუთრებული ინტერესია. საქართველოს კი ამ გზაზე საკვანძო გეოპოლიტიკური ფუნქცია აქვს.

რა შედეგებით სრულდება სიდიდით მეორე ეკონომიკის ქვეყანაში ხუთდღიანი ვიზიტი, - ნოდარ ჩაჩუა შანხაიდან.

ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/
მოიწონეთ ჩვენი გვერდი -   / 1stchannel.1tv.ge  
გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb  
ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას.
მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით.
დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა,
ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

ვიდეოები „პირველი არხი Georgian Public Broadcaster"-ისგან