მსოფლიოს „კოვიდ-19“-ის ახალი სახეობა ებრძვის / ინფიცირების სამნიშნა მაჩვენებელი #LIVE

21.12.2020 01:04:55

• „კოვიდ-19“-ის ახალი სახეობა გაერთიანებული სამეფოს საზღვრებს გასცდა - მუტაციის შედეგად წარმოქმნილი ახალი შტამი, რომელიც „კოვიდ-19“-ზე ბევრად სწრაფად ვრცელდება, მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში დადასტურდა, რის გამოც რიგი ქვეყნები გაერთიანებულ სამეფოსთან მიმოსვლას წყვეტენ; ჯანმო ვირუსის ახალ სახეობას იკვლევს; • საქართველოში, ბოლო ორი თვის განმავლობაში, ინფიცირების დღიური მაჩვენებელი სამნიშნა რიცხვზე დაბრუნდა, თუმცა მედიკოსები შეზღუდვების დაგეგმილ შემსუბუქებას არ ემხრობიან; მძიმე პაციენტები დღეიდან მედიკამენტ „რემდესივირს“ გამოიყენებენ; რეგულაციებთან დაკავშირებით საკოორდინაციო საბჭოს საბოლოო გადაწყვეტილებამდე ორი დღე რჩება; ჯანმო-ს წარმომადგენელი საქართველოს მთავრობის რეაგირებას „სანაქებოს“ უწოდებს; • დროში გაწელილი მოლაპარაკებები და მეხუთე რაუნდის პერსპექტივა - „პატრიოტთა ალიანსი“ საერთო ოპოზიციურ ბოიკოტს ოფიციალურად შეუერთდა და მანდატების გაუქმება მოითხოვა, „გირჩი“ და პარტია „მოქალაქეები“ კი მოლოდინის რეჟიმში არიან; მმართველი გუნდი საკანონმდებლო ორგანოში მარტო დარჩენას არ გეგმავს და აცხადებს, რომ ოპოზიციის საპარლამენტო ცხოვრებაში ჩასართავად რამდენიმე პოლიტიკური სვლა აქვს; • საქართველო გოგი ქავთარაძეს ემშვიდობება - მსახიობის პირველი როლი და გზა თაობასთან ერთად, რომელმაც ქართული თეატრის ახალი ეპოქა შექმნა; გოგი ქავთარაძის მდიდარი მემკვიდრეობა, 90-მდე საპრემიერო ჩვენება, 30-მდე ფილმი და მაყურებლის განსაკუთრებული აღიარება. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://bit.ly/2WZv1qY გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb   ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

გაზიარება: