ევროსასამართლომ საქართველოს წინააღმდეგ სარჩელები დაუშვებლად ცნო

21.10.2021 01:37

2008 წლის აგვისტოს ომთან დაკავშირებით საქართველომ სტრასბურგის სასამართლოში მორიგი გამარჯვება მოიპოვა, - ამის შესახებ საქართველოს იუსტიციის სამინისტროში განაცხადეს. კერძოდ, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქმეებზე - „ბეკოევა და სხვები საქართველოს წინააღმდეგ“ და „შავლოხოვა და სხვები საქართველოს წინააღმდეგ“ - განჩინებები გამოაქვეყნა და საჩივრები დაუშვებლად გამოაცხადა. საქმეები აერთიანებს 2008 წლის აგვისტოს ომთან დაკავშირებით, ცხინვალის რეგიონში მცხოვრები მოსახლეობის მიერ საქართველოს წინააღმდეგ შეტანილი საჩივრების ნაწილს. სტრასბურგის სასამართლომ გაიზიარა ქართული მხარის არგუმენტები, რომ ომის დროს ცხინვალის რეგიონი აქტიურად იბომბებოდა რუსეთის ფედერაციის მხრიდან და საქართველოს შეიარაღებული ძალები არ ახორციელებდა კონტროლს ცხინვალის რეგიონსა და მიმდებარე ტერიტორიაზე. შესაბამისად, შეუძლებელია საქართველოს შეერაცხოს რაიმე დარღვევა. ევროპულმა სასამართლომ ზემოაღნიშნული საჩივრები დაუშვებლად ცნო. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://bit.ly/2WZv1qY გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb   ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

გაზიარება:

მსგავსი ვიდეოები

არჩილ ტატუნაშვილის სასტიკი მკვლელობიდან ორი წელი გავიდა
07:08

არჩილ ტატუნაშვილის სასტიკი მკვლელობიდან ორი წელი გავიდა

პირველი არხი Georgian Public Broadcaster

ვახუშტი მენაბდე საქართველოს წინააღმდეგ - ევროსასამართლომ საქმის განხილვა შეწყვიტა
00:51

ვახუშტი მენაბდე საქართველოს წინააღმდეგ - ევროსასამართლომ საქ...

პირველი არხი Georgian Public Broadcaster

12-წლიანი გამოძიების შემდეგ ევროსასამართლომ ოკუპანტი რუსეთი აგვისტოს ომის საქმეზე დამნაშავედ ცნო
04:52

12-წლიანი გამოძიების შემდეგ ევროსასამართლომ ოკუპანტი რუსეთი...

ტელეკომპანია კავკასია • TV Kavkasia

გიორგი მამალაძე საქართველოს წინააღმდეგ -ევროპსასამართლომ   დეკანოზის საქმე წარმოებაში მიიღო

გიორგი მამალაძე საქართველოს წინააღმდეგ -ევროპსასამართლომ დ...

ტელეკომპანია კავკასია • TV Kavkasia

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი გადაცემაში „იმედი LIVE“
36:59

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი გადაცემ...

TV IMEDI

კახიძე: მერაბიშვილი პოლიტპატიმარია, ეს სტრასბურგის გადაწყვეტილებიდან იკითხება
01:44

კახიძე: მერაბიშვილი პოლიტპატიმარია, ეს სტრასბურგის გადაწყვეტ...

Tabula ტაბულა

„კონსტიტუციის 42-ე მუხლის“ ანგარიში

„კონსტიტუციის 42-ე მუხლის“ ანგარიში

პირველი არხი Georgian Public Broadcaster

ევროსასამართლოს გადაწყვეტილება
01:19

ევროსასამართლოს გადაწყვეტილება

პირველი არხი Georgian Public Broadcaster

ყველა ვიდეო