„კულტურა პლუს“ კულტურის სამინისტროს ჟურნალის პრეზენტაცია
3 დეკემბერს, კულტურის სამინისტროში გაიმართა საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს ჟურნალის „კულტურა პლუსის“ პრეზენტაცია. ღონისძიებას მინისტრი მიხეილ გიორგაძე გაუძღვა. პრეზენტაციას დაესწრნენ თბილისის მერის მოადგილე ნინა ხატისკაცი, თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე გია ალიბეგაშვილი, თბილისის კულტურული ღონისძიებების ცენტრის წარმომადგენლები, ჟურნალის სარედაქციო ჯგუფი, ხელოვანები, სამინისტროს სსიპ-ების წარმომადგენლები და სხვა მოწვეული სტუმრები. საზოგადოებრივ-საგანმანათლებლო ხასიათის ორენოვანი (ქართულ-ინგლისური) გამოცემა საქართველოში მოქმედ უცხოურ კულტურულ ინსტიტუტებს, დიპლომატიური მისიის წარმომადგენლობებს, საერთაშორისო და რეგიონულ კულტურულ ცენტრებს, საქართველოს საელჩოებს საზღვარგარეთ და სხვა დაინტერესებულ მკითხველს კულტურის სხვადასხვა სფეროში მიმდინარე პროცესებს გააცნობს. კულტურის სამინისტროს პერიოდული გამოცემა „კულტურა პლუს” პოპულარიზაციას გაუწევს ქართულ კულტურას როგორც საქართველოში, ისე საზღვარგარეთ. ჟურნალი ერთი მხრივ ასახავს კულტურის სამინისტროს მიერ განხორციელებულ პროექტებს, მეორე მხრივ, ქვეყანაში მიმდინარე აქტუალურ კულტურულ პროცესებს. http://www.culture.gov.ge/ http://www.facebook.com/culturegovge http://twitter.com/#!/CULTUREgovge / culturegovge http://www.flickr.com/photos/cultureg... http://www.myvideo.ge/?user_id=855045
მსგავსი ვიდეოები
კულტურა
Georgian Government
კულტურა ციფრებში
culturegovge culturegovge
"ჩვენი კულტურული ორიენტაცია ყოველთვის იყო დასავლური"
რადიო თავისუფლება
სამი სკამი - დათა თავაძე
Artareatv
აღმოსავლეთ პარტნიორობის კულტურის მინისტერიალი
culturegovge culturegovge
ქართული სახლი ლონდონში
culturegovge culturegovge
ბექა გოჩიაშვილის დისკის პრეზენტაცია
culturegovge culturegovge
მოქალაქეთა აქტივიზმი კულტურის ძეგლების დაცვაში
კულტურის კლუბი / Students Culture Club