ილია ჭავჭავაძე ჩემო კარგო ქვეყანა
http://leqsebi1.simplesite.com/428484181 ჩემო კარგო ქვეყანავ, რაზედ მოგიწყენია!.. აწმყო თუ არა გვწყალობს, მომავალი ჩვენია, თუმცა ძველნი დაგშორდნენ, ახალნი ხომ შენია... მათ ახალთ აღგიდგინონ შენ დიდების დღენია, ჩემო თვალის სინათლევ, რაზედ მოგიწყენია? წვრილ-შვილნი წამოგესწრნენ ნაზარდნი, ულმტკიცები, მათის ზრუნვის საგანი შენ ხარ და შენ იქნები, არ გიმტყუნებენ შენა, თუ-კი მათ მიენდები. მათის ღვაწლით შეგექმნეს სახე ბედით მთენია, ჩემო თვალის სინათლევ, რაზედ მოგიწყენია? მათი გული შენისა ტრფობის ფართო ბუდეა, მათი გულთა ფიცარი შენი მტკიცე ზღუდეა... ვერ წაბილწავს მათს გრძნობას სიმუხთლე, სიმრუდეა! მათ თვის მკერდით შეჰმუსრონ მტერთა სიმაგრენია, ჩემო კარგო ქვეყანავ, მაშ, რად მოგიწყენია?
მსგავსი ვიდეოები
ილია ჭავჭავაძე - ჩემო კარგო ქვეყანა
Geo Geo
მარიამ ქირია - ჩემო კარგო ქვეყანავ
Mariam Kiria
ჩემო კარგო ქვეყანავ - ილია ჭავჭავაძე რევაზ ლაღიძე სულიკო კორ...
GeoMartial
ზურაბ ჭავჭავაძის დაკრძალვა - ჩემო კარგო ქვეყანავ
Lado Batiashvili
Young Mic - ჩემო კარგო ქვეყანავ (Beat-ლექსი) (prod. Omar'K)
ItsYoungMic
გელა გნოლიძე \u0026 ღამის შოუს ბენდი | მომავალი შენია
TV IMEDI
მურმან ჯინორია - ... და სიმღერით ვკვდები
gegantino
ილია ჭავჭავაძის საზოგადოების დამფუძნებელი ყრილობა
Lado Batiashvili