გელა გნოლიძე \u0026 ღამის შოუს ბენდი | მომავალი შენია
ლექსი | დუტუ მეგრელი,რაფიელ ერისთავი,ილია ჭავჭავაძე გარმონი | მერაბი ცხვირავაშვილი დუდუკი | ლევან კურტანიძე Sound Production | პაატა ფაცურია სიმღერის ტექსტი: სადაც ვშობილვარ გავზრდილვარ და მისროლია ისარი სად მამა–პაპა მეგულვის იმათი კუბოს ფიცარი ორბი რომ ბუდობს, ჩანჩქარით გადმოჰქუხს ბროლიწყლიანი სადაც სიყრმითვე ვჩვეულვარ, ჩემი სამშობლო ის არი. ქართლ-კახეთი,იმერეთი, თუშეთი-ფშავ-ხევსურეთი სამაჩაბლო აფხაზეთი,აჭარა და ჯავახეთი რაჭა-ლეჩხუმი სვანეთი, გურია და სამეგრელო ყველა ჩემი სამშობლოა,საყვარელი საქართველო. ჩემო კარგო ქვეყანავ, რაზედ მოგიწყენია!.. აწმყო თუ არა გვწყალობს, მომავალი ჩვენია, თუმცა ძველნი დაგშორდნენ, ახალნი ხომ შენია… რაზედ მოგიწყენია, მომავალი შენია სამშობლო, დედის ძუძუი, არ გაიცვლების სხვაზედა როგორც უფალი, სამშობლოც ერთია ქვეყანაზედა. არ გავცვლი სალსა კლდეებსა ,უკვდავებისა ხეზედა არ გავცვლი მე ჩემ სამშობლოს ,სხვა ქვეყნის სამოთხეზედა. ქართლ-კახეთი,იმერეთი,გურია და სამეგრელო, რაჭა-ლეჩხუმ, ჯავახეთი და აჭარის ზღვა და მდელო სვანეთი და აფხაზეთი,სამაჩაბლო სასახელო, თუშეთი-ფშავ-ხევსურეთი ერთიანი საქართველო. ქვეყნის თვალი, ეს ქვეყანა ღვთის-მშობლისა არის წილი ბევრ მწარე დღეს მოსწრებია და უნახავს ბევრიც ტკბილი მე პატარა ქართველი ვარ კავკასიის მთების შვილი და განცხრომით სხვაგან ყოფნას მირჩევნია აქ სიკვდილი! ჩემო კარგო ქვეყანავ, რაზედ მოგიწყენია!.. აწმყო თუ არა გვწყალობს, მომავალი ჩვენია, თუმცა ძველნი დაგშორდნენ, ახალნი ხომ შენია… მათ ახალთ აღგიდგინონ შენ დიდების დღენია, ჩემო კარგო ქვეყანავ, რაზედ მოგიწყენია!.. აწმყო თუ არა გვწყალობს, მომავალი ჩვენია, თუმცა ძველნი დაგშორდნენ, ახალნი ხომ შენია… რაზედ მოგიწყენია, მომავალი შენია. #ღამისშოუ #ღამისშოუსბენდი #მომავალიშენია © Teleimedi LLC 2022
მსგავსი ვიდეოები
დუეტი "ჯორჯია" \u0026 ღამის შოუს ბენდი | მუსიკა იმედია
TV IMEDI
გელა გნოლიძე \u0026 ღამის შოუს ბენდი | ვიყავით ერთად
TV IMEDI
გელა გნოლიძე \u0026 ღამის შოუს ბენდი | ანო და ვანო
TV IMEDI
გელა გნოლიძე \u0026 ღამის შოუს ბენდი | დამირეკე ტელეფონო
TV IMEDI
გელა გნოლიძე \u0026 ღამის შოუს ბენდი | ლალები
TV IMEDI
გელა გნოლიძე \u0026 ღამის შოუს ბენდი | მიყვარხარ ალბათ
F10 music
გელა გნოლიძე \u0026 ღამის შოუს ბენდი | მიყვარხარ ალბათ
TV IMEDI
გელა გნოლიძე \u0026 ღამის შოუს ბენდი | დამირეკე ტელეფონო
TV IMEDI