ჯაპანა-ლანჩხუთის მაგისტრალური მონაკვეთის გახსნა
აღმოსავლეთ-დასავლეთის ჩქაროსნული ავტომაგისტრალის სამტრედია-გრიგოლეთის მეორე მონაკვეთის, ჯაპანა-ლანჩხუთის 14-კმ-იანი ახალი გზა გაიხსნა. ავტოტრანსპორტის მოძრაობა ამ მონაკვეთზე დღეიდან უკვე შესაძლებელია. ახალი ოთხზოლიანი გზა, რომელიც 20-30 პროცენტით ამცირებს გადაადგილების დროს, გვერდს აუვლის ყველაზე მჭიდროდ დასახლებულ მონაკვეთს. პრემიერის თქმით, თბილისიდან ბათუმში ჩასვლა მალე სრულიად ახალი მაგისტრალით იქნება შესაძლებელი. მშენებლობას ევროპის საინვესტიციო ბანკი 254 მილიონ ლარით აფინანსებს. რაც შეეხება სამტრედია-გრიგოლეთის გზის პირველ და მეოთხე მონაკვეთებს, აქ სამუშაოები გრძელდება. ხოლო მე-3 მონაკვეთზე სატენდერო პროცედურებია დაწყებული. მალე ექსპლუატაციაში შევა ხაშურის შემოვლითი გზაც. წლის ბოლომდე ჩქაროსნულ ავტომაგისტრალზე ჯამში 70 კმ-მდე გზა გაიხსნება. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://bit.ly/2WZv1qY გამოიწერეთ ჩვენი არხი - / georgianpb ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.
პირველი არხი Georgian Public Broadcaster-ის სხვა ვიდეოები
#ახალიკვირა როგორ მუშაობს სოციალური აგენტი?
#ახალიკვირა სისხლიანი ქორწილი
ბაჩო ახალაიას საქმე
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
პირადი ექიმი - პირველი დახმარება და სეზონი - „კოვი...
საპროტესტო აქცია მთავრობის ადმინისტრაციასთან
პირველი სატელევიზიო დებატები - ოპოზიცია / მმართველ...
მსგავსი ვიდეოები
ჯაპანა-ლანჩხუთის 14კმ-იანი გზის მშენებლობა დასრულდა
TV IMEDI
ჯაპანა-ლანჩხუთის ახალი, 14-კილომეტრიანი გზა გაიხსნა
guriatv
ჩქაროსნული ავტომაგისტრალის ჯაპანა-ლანჩხუთის ახალი 14 კმ-იანი...
ინფრასტრუქტურის სამინისტრო
სამტრედია გრიგოლეთის გზაზე ჯაპანა-ლანჩხუთის 14 კმ იანი მონაკ...
საავტომობილო გზების დეპარტამენტი
2020 წელს ჯაპანიდან-ლანჩხუთის ცენტრამდე მისასვლელი ახალი გზა...
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ჯაპანა - ნონა აქ არი?
DavidZORG
ვარდის დესერტი დათო ევგენიძისგან
შუადღე GDS / shuadge GDS
დიდი ამბავი - დავით ხურცილავა (ჯაპანა)
RUSTAVI 2