ძლიერმა წვიმამ თბილისში პრობლემები შექმნა
ძლიერი წვიმა იყო თბილისში. ძლიერმა ქარმა რამდენიმე ხე მოგლიჯა, რამაც გზის ჩახერგვა გამოიწვია. წვიმის შედეგად ქუჩები, სახლების პირველი სართულები და სარდაფები დაიტბორა. დაშავებულები არ არიან. წვიმის შედეგად თბილისში 115 შეტყობინება დაფიქსირდა. გადაუდებელი დახმარების ოპერატიულ მართვის ცენტრ 112-ში შეტყობინებების უმრავლესობა, ვაკე-საბურთალო, გლდანი-ნაძალადევი და დიდუბე-ჩუღურეთიდან შევიდა. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მაშველებმა ყველა შეტყობინებაზე რეაგირება მოახდინეს. ამოიტუმბა წყალი, ასევე დამუშავდა წაქცეული ხეები. მცხეთაში, ქსნის ციხეზე ასული მოქალაქეები ძლიერი წვიმის გამო უსაფრთხო ადგილზე ჩამოსვლას ვერ ახერხებდნენ. უწყების ცნობით, არც ერთ მათგანს საფრთხე არ ემუქრება. თბილისში მოსული ძლიერი წვიმის გამო საპატრულო პოლიციამ ზოგიერთ ქუჩაზე ავტოტრანსპორტით მოძრაობა შეზღუდა. გმირთა მოედანი-თამარაშვილის მიმართულებით – მდინარე ვერეს ხეობაში, ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აიკრძალა. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://www.facebook.com/pg/1stchannel/ გამოიწერეთ ჩვენი არხი - / georgianpb ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.
პირველი არხი Georgian Public Broadcaster-ის სხვა ვიდეოები
#ახალიკვირა როგორ მუშაობს სოციალური აგენტი?
#ახალიკვირა სისხლიანი ქორწილი
ბაჩო ახალაიას საქმე
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
პირადი ექიმი - პირველი დახმარება და სეზონი - „კოვი...
საპროტესტო აქცია მთავრობის ადმინისტრაციასთან
პირველი სატელევიზიო დებატები - ოპოზიცია / მმართველ...
მსგავსი ვიდეოები
ძლიერმა წვიმამ და სეტყვამ თბილისში პრობლემები შექმნა
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
დატბორილი საცხოვრებელი სახლები და წაქცეული ხეები - თბილისში...
Maestro Television
თბილისში ძლიერმა წვიმამ და სეტყვამ პრობლემები შექმნა
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ძლიერმა წვიმამ დედაქალაქში პრობლემები შექმნა
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ძლიერმა წვიმამ საქართველოში პრობლემები შექმნა
TV IMEDI
ძლიერმა წვიმამ ფოთში პრობლემები შექმნა
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ძლიერი წვიმა გურიაში
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
სტიქია ფოთში
პირველი არხი Georgian Public Broadcaster