პრემიერის ანგარიში პარლამენტს

26.06.2021 04:35

პრემიერ-მინისტრის ყოველწლიური ანგარიშის განხილვა პარლამენტში რიგგარეშე სესიის ფორმატში გაგრძელდება. გუშინ ღამის 12 საათზე საგაზაფხულო სესია ისე დასრულდა, რომ დეპუტატებმა პოლიტიკური დებატების გამართვა ვერ მოასწრეს. საგაზაფხულო სესია სახელმწიფო ჰიმნის ფონზე დაიხურა. ანგარიშის მოსმენა ორშაბათს, 28 ივნისს რიგგარეშე სხდომაზე გაგრძელდება, რომლის მოწვევის თხოვნითაც პრეზიდენტს უკვე მიმართეს. პროცედურის შესაბამისად, დარჩენილია პოლიტიკური დებატები, რა ფორმატშიც პოლიტიკურ ძალებს გამოსვლების საშუალება ექნებათ. ამ პროცედურის ამოწურვის შემდეგ კი, პრემიერ-მინისტრს შეეძლება, შემაჯამებელი სიტყვით ისარგებლოს. ყოველწლიური ანგარიში სამთავრობო პროგრამის შესრულების შესახებ პრემიერ-მინისტრმა პანდემიასა და ეკონომიკისთვის შექმნილ პრობლემებზე საუბრით დაიყო. თქვა, რომ ხელისუფლება აქტიურად ატარებს მთელ რიგ ღონისძიებებს შექმნილი გამოწვევების დასაძლევად. 45-წუთიან გამოსვლაში ირაკლი ღარიბაშვილმა ჯანდაცვის, განათლებისა და ადამიანის უფლებათა დაცვის მიმართულებით განხორციელებულ და დაგეგმილ პროექტებზეც ისაუბრა. ასევე დეპუტატებს წარუდგინა განვითარების ათწლიანი გეგმა. პარლამენტში ირაკლი ღარიბაშვილის მოსმენა დაახლოებით რვა საათის განმავლობაში მიმდინარეობდა. პრემიერ-მინისტრს კითხვით 70-მა დეპუტატმა მიმართა. სხდომა მწვავე კამათის ფონზე წარიმართა. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://bit.ly/2WZv1qY გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb   ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

გაზიარება:

მსგავსი ვიდეოები

პრემიერის ანგარიში პარლამენტს
05:47

პრემიერის ანგარიში პარლამენტს

პირველი არხი Georgian Public Broadcaster

პრემიერის ანგარიში პარლამენტს
02:12

პრემიერის ანგარიში პარლამენტს

პირველი არხი Georgian Public Broadcaster

პრემიერის ანგარიში პარლამენტს - შეფასებები პოლიტიკურ სპექტრში
02:25

პრემიერის ანგარიში პარლამენტს - შეფასებები პოლიტიკურ სპექტრშ...

პირველი არხი Georgian Public Broadcaster

პრემიერ ირაკლი ღარიბაშვილის ანგარიში პარლამენტს
48:18

პრემიერ ირაკლი ღარიბაშვილის ანგარიში პარლამენტს

ტელეკომპანია კავკასია • TV Kavkasia

პრემიერ-მინისტრის ანგარიში პარლამენტში

პრემიერ-მინისტრის ანგარიში პარლამენტში

პირველი არხი Georgian Public Broadcaster

პრემიერის შვიდსაათიანი გამოსვლა პარლამენტში, ვრცელი ანგარიში, მწვავე კითხვები და შეფასებები
13:36

პრემიერის შვიდსაათიანი გამოსვლა პარლამენტში, ვრცელი ანგარიში...

პირველი არხი Georgian Public Broadcaster

პრემიერის ანგარიში პარლამენტში
03:15

პრემიერის ანგარიში პარლამენტში

პირველი არხი Georgian Public Broadcaster

#მოამბე სპეციალური გამოშვება - პრემიერის ანგარიში პარლამენტში #LIVE
03:48:59

#მოამბე სპეციალური გამოშვება - პრემიერის ანგარიში პარლამენტშ...

პირველი არხი Georgian Public Broadcaster

ყველა ვიდეო