მსოფლიო 2020 წელს ემშვიდობება
მსოფლიო 2020 წელს ემშვიდობება და უკეთესის იმედით 2021 წელს ეგებება. მასშტაბური ფოირვერკშოუთი აღნიშნეს ახალი წლის დადგომა ავსტრალიაში. სიდნეიმ ტრადიციას არც ამჯერად უღალატა. ეპიდემიოლოგიური ვითარების გათვალისწინებით, ქვეყნის მთავრობამ მოსახლეობას სახლებში დარჩენისკენ მოუწოდა. ავსტრალიაში შეკრებებსა და გადაადგილებებზე შეზღუდვებია დაწესებული. მანამდე კი ახალი წელი ახალ ზელანდიაში იზეიმეს, სადაც 2021 წელს ასევე ფოერვერკის შოუთი შეხვდნენ. ახალი წელი პირველებმა ტონგას, სამოასა და შობის კუნძულების მცხოვრებლებმა აღნიშნეს. შემდეგი, სადაც ახალი წლის დადგომას ელოდებიან, იაპონიაა. მოსახლეობას სადღესასწაულო განწყობის შესაქმნელად ხელს თოვლიანი ამინდი უწყობს. თუმცა, ისევე როგორც მსოფლიოს არაერთ ქვეყანაში, იაპონიაშიც, ებრძვიან კორონავირუსის მესამე ტალღას. ქვეყნის პრემიერ-მინისტრი მოსახლეობას ახალი წლის პერიოდის მშვიდად გატარებისკენ მოუწოდებს. პლანეტაზე ყველაზე ბოლოს, 2021 წელს ბეიკერისა და ჰოულენდის კუნძულებზე იზეიმებენ. კოვიდ-19-ის პრევენციის მიზნით დაწესებული შეზღუდვები გამო, ადამიანები ახალ წელს განსხვავებულ რეალობაში ხვდებიან. ის რაც დღეს მსოფლიო მოსახლეობას აერთიანებს - იმედი და მოლოდინია, რომ 2021 წელს შეძლებენ დაუბრუნდნენ ცხოვრების ჩვეულ რიტმს. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://bit.ly/2WZv1qY გამოიწერეთ ჩვენი არხი - / georgianpb ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.
პირველი არხი Georgian Public Broadcaster-ის სხვა ვიდეოები
#ახალიკვირა როგორ მუშაობს სოციალური აგენტი?
#ახალიკვირა სისხლიანი ქორწილი
ბაჩო ახალაიას საქმე
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
პირადი ექიმი - პირველი დახმარება და სეზონი - „კოვი...
საპროტესტო აქცია მთავრობის ადმინისტრაციასთან
პირველი სატელევიზიო დებატები - ოპოზიცია / მმართველ...
მსგავსი ვიდეოები
მსოფლიო ეკონომიკა და პანდემიური 2020 წელი
Business Media Georgia
42° პარალელი - ჩინეთი ბერდება - რას ნიშნავს ეს სამყაროსთვის
პირველი არხი - 42-ე პარალელი
42°პარალელი - რესპუბლიკური პარტია ტრამპის შემდეგ
პირველი არხი - 42-ე პარალელი
2020 წელს საქართველო გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის აღ...
PalitraNews
მსოფლიო ბანკის ანგარიში
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
#ახალიდღე მსოფლიო ბესტსელერები
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
42° პარალელი - ამერიკის 2020 წლის საპრეზიდენტო არჩევნები
პირველი არხი - 42-ე პარალელი
ხევსურები შატილის გზის რეაბილიტაციაზე - 2020 წელს გადაღებული...
Mtisambebi / მთის ამბები