მამუკა ხაზარაძის განცხადება
„ნაციონალურ მოძრაობაში“ ვინც იყო, ვინც დანაშაული ჩაიდინა, ყველა ციხეშია, პრეზიდენტიდან დაწყებული, - ეს განცხადება ლელოს ლიდერმა, მამუკა ხაზარაძემ „პალიტრანიუსის“ ეთერში გუშინ გააკეთა. მისი თქმით, იმის ძახილით, რომ „მგელი მოვა“, ქვეყანა წინ ვერ წავა. ხაზარაძე ამტკიცებს, რომ ეს „მგელი“ დღეს აღარ არსებობს, რადგან მისი თავები და ხელმძღვანელები, მიხეილ სააკაშვილით დაწყებული, ყველა, ვინც დანაშაული ჩაიდინა, ციხეშია. ეს განცხადება ხაზარაძემ „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ შესაძლო რევანშსა და წარსულზე აქცენტების გაკეთებას დაუკავშირა. უკვე დღეს ნიკა მელიას მიერ ვიცე-მერობის კანდიდატად წარდგენილი ხაზარაძე ამბობს, რომ განცხადება, სადაც ის მიხეილ სააკაშვილს დამნაშავედ მოიხსენიებს, კონტექსტიდანაა ამოვარდნილი, რეალურად კი ის გულისხმობდა იმას, რომ ამომრჩევლის დაშინება მიხეილ სააკაშვილის ჩამოსვლით და ქვეყნის არევით, აღარ მუშაობს, რადგან სააკაშვილი უკვე ციხეშია. რაც შეეხება კითხვას, მიიჩნევს თუ რა ის სააკაშვილს დამნაშავედ, ხაზარაძე პასუხობს, რომ ყველას და მათ შორის სააკაშვილსაც ქვეყანაში ეკუთვნის სამართლიანი სასამართლო. ხაზარაძის განცხადებაში, პრობლემას ვერ ხედავენ მისი თანაგუნდელები ე.წ. ჩრდილოვანი კაბინეტიდან. ოპოზიციის ნაწილისთვის კი „ლელოს“ პოლიტიკა გაუგებარია, განსაკუთრებით მსგავსი განცხადებების ფონზე. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://bit.ly/2WZv1qY გამოიწერეთ ჩვენი არხი - / georgianpb ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.
პირველი არხი Georgian Public Broadcaster-ის სხვა ვიდეოები
#ახალიკვირა როგორ მუშაობს სოციალური აგენტი?
#ახალიკვირა სისხლიანი ქორწილი
ბაჩო ახალაიას საქმე
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
პირადი ექიმი - პირველი დახმარება და სეზონი - „კოვი...
საპროტესტო აქცია მთავრობის ადმინისტრაციასთან
პირველი სატელევიზიო დებატები - ოპოზიცია / მმართველ...
მსგავსი ვიდეოები
მამუკა ხაზარაძის განცხადება
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
მამუკა ხაზარაძის განცხადება
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
მამუკა ხაზარაძის განცხადება
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
მამუკა ხაზარაძის განცხადება
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
მამუკა ხაზარაძის განცხადება
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
მამუკა ხაზარაძის განცხადება
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
მამუკა ხაზარაძის განცხადება
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
მამუკა ხაზარაძის განცხადება
პირველი არხი Georgian Public Broadcaster