საკონსტიტუციო სარჩელი


„უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის გაუქმების მიზნით სარჩელს პრეზიდენტისა და მესამე სექტორის შემდეგ, ოპოზიციაც გეგმავს. საკონსტიტუციო სასამართლოს ისინი მიმდინარე კვირაში მიმართავენ. მოთხოვნა და მოსალოდნელი გადაწყვეტილება კვლავ პოლიტიკური განხილვის თემაა. ოპოზიციის ერთი ნაწილი მიესალმება პრეზიდენტის გადაწყვეტილებას სარჩელის შეტანასთან დაკავშირებით, თუმცა მათ არ აქვთ მოლოდინი, რომ საკონსტიტუციო სასამართლო სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს.

პრეზიდენტის სარჩელი საკონსტიტუციო სასამართლომ წარმოებაში უკვე მიიღო. ჯერჯერობით უცნობია, როდის დაიწყება მისი განხილვა. კიდევ ერთი სარჩელი, რომელიც საკონსტიტუციო სასამართლოს უკვე წარედგინა, არასამთავრობო ორგანიზაციებს ეკუთვნის.

მმართველ გუნდში კი პრეზიდენტისა და არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ კანონის წინააღმდეგ სარჩელის შეტანას უსაფუძვლოს უწოდებენ და განმარტავენ, რომ გამჭვირვალობის შესახებ კანონი სრულად ლეგიტიმურია.

ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/
მოიწონეთ ჩვენი გვერდი -   / 1stchannel.1tv.ge  
გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb  
ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას.
მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით.
დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა,
ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

ვიდეოები „პირველი არხი Georgian Public Broadcaster"-ისგან