რუსთავის 33-ე ბაღის პრობლემა

16.05.2019 03:55

საკრებულოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების გამო რუსთავის 33-ე საბავშვო ბაღს გაუქმება ემუქრება. ავტორიზაციის გავლა ეჭვქვეშ მას შემდეგ დადგა, რაც გაირკვა, რომ სკოლამდელი დაწესებულების ეზოს დიდი ნაწილი გაყიდულია. 2013-14 წლებში განხორციელებულ პრივატიზაციას წინა მოწვევის თვითმმართველი ორგანოს ყოფილი თავმჯდომარე აღსაზრდელების სიმცირით ხსნის, თუმცა უკვე დღეს მიმართვიანობა და ბავშვების რაოდენობა მკვეთრად გაზრდილია. ემუქრება თუ არა 400-მდე აღსაზრდელს ბაღს გარეშე დარჩენა - თემის დეტალები „მოამბეში.“ ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://www.facebook.com/pg/1stchannel/ გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb   ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

გაზიარება: