ომი უკრაინაში - 73-ე დღე


უკრაინის ომი მნიშვნელოვან ზიანს აყენებს რუსეთის ყველაზე ბრძოლისუნარიან ქვედანაყოფებსა და ყველაზე მოწინავე შესაძლებლობებს, მათი აღდგენა სანქციების გამო გართულდება. ამის შესახებ დიდი ბრიტანეთის თავდაცვის უწყების სადაზვერვო ინფორმაციაშია მითითებული. ბრიტანული დაზვერვა ასევე აღნიშნავს, რომ საბრძოლო მოქმედებებისას მინიმუმ ერთი ცალი თანამედროვე რუსული „ტანკი T90M“ უკვე განადგურდა. მათივე თქმით, კონფლიქტის შემდეგ, რუსეთს მნიშვნელოვანი დრო და ხარჯები დასჭირდება შეიარაღებული ძალების აღსადგენად, რადგან სანქციების შედეგად რუსეთის წვდომა შეზღუდულია, მათ შორის კრიტიკულად საჭირო მიკროელექტრონულ კომპონენტებზე.

ომის 73-ე დღეს უკრაინაში რუსეთის საოკუპაციო ძალები სრულმასშტაბიან სამხედრო აგრესიას განაგრძობენ. რუსულმა ჯარებმა სარაკეტო იერიშები განახორციელეს ხარკოვის რეგიონის კრასნოგრადზე, ასევე დონეცკის რეგიონზე და პოლტავის რეგიონის კარლოვკას ტერიტორიაზე. მიმდინარე ომს უკრაინელი ჟურნალისტი მაქსიმ მედინსკი ემსხვერპლა, რომელიც წარმოშობით ოდესის რეგიონის ქალაქ ბოლგრადიდან იყო და უკრაინის შეირაღებული ძალების რიგებში, ფრონტის ხაზზე იბრძოდა.

უკრაინის გენშტაბი იუწყება, რომ რუსული ძალები განაგრძობენ შეტევას ფრონტის აღმოსავლეთ ნაწილზე. ოკუპანტები ცდილობენ, დაამყარონ სრული კონტროლი დონეცკისა და ლუგანსკის ტერიტორიებზე და შეინარჩუნონ სახმელეთო დერეფანი ყირიმის მიმართულებით. ამავე ცნობის მიხედვით, მარიუპოლში, „აზოვსტალის“ მეტალურგიული კომბინატის ტერიტორიაზე გრძელდება უკრაინის თავდაცვის ძალების ქვედანაყოფების ბლოკადა. ოკუპანტები სამრეწველო კომპლექსის შტურმს განაგრძობენ. დროებით ოკუპირებულ ქალაქ ხერსონში კი ოკუპანტები იღებენ მთელ რიგ ზომებს რუსული საოკუპაციო საქმიანობის უზრუნველსაყოფად და არსებული რეჟიმის მხარდასაჭერად. ტერიტორიაზე გაიზარდა საგუშაგოებისა და მობილური პატრულების რაოდენობა. უკრაინის პროკურატურის ინფორმაციით, ომის დაწყებიდან დღემდე ქვეყანაში რუსულ აგრესიას 223 ბავშვის სიცოცხლე შეეწირა, დაიჭრა 410 მცირეწლოვანი.

ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/
მოიწონეთ ჩვენი გვერდი -   / 1stchannel.1tv.ge  
გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb  
ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას.
მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით.
დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა,
ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

ვიდეოები „პირველი არხი Georgian Public Broadcaster"-ისგან