უსინათლო მხატვართა გამოფენა „შეუძლებელი არაფერია"
საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მხარდაჭერით, საქართველოს საპატრიარქოსთან არსებული ახალგაზრდობის სულიერი და ინტელექტუალური განვითარების ცენტრის დარბაზში, პროექტის „უსინათლო და მცირემხედველთა შემოქმედება" ფარგლებში, გაიხსნა უსინათლო მხატვართა ნახატების გამოფენა, სახელწოდებით: „შეუძლებელი არაფერია". გამოფენაზე წარმოდგენილი იყო 6 უსინათლო მხატვრის 40-მდე ნამუშევარი. პროექტის მიზანია მხატვრებისათვის მატერიალურ-ტექნიკური პირობების შექმნა, მათი ნიჭის პოპულარიზაციისა და კულტურულ ცხოვრებაში ინტეგრაციისთვის. აღნიშნული პროექტი მოიცავს ოთხთვიან სწავლებას სპეციალური დაფებისა და პლასტიკური ფურცლების გამოყენებით, რომლებიც ფორმატის პროპორციების აღქმას აიოლებენ. პროექტი საქართველოს უსინათლოთა კავშირისა და საქართველოს საპატრიარქოსთან არსებული ახალგაზრდობის სულიერი და ინტელექტუალური განვითარების ცენტრის მხარდაჭერით ხორციელდება. http://www.culture.gov.ge http://www.facebook.com/culturegovge / culturegovge http://twitter.com/#!/CULTUREgovge http://www.flickr.com/photos/cultureg... http://www.myvideo.ge/?user_id=855045
მსგავსი ვიდეოები
უსინათლო მხატვარი
TBC • თიბისი
უსინათლო მხატვარი
TV IMEDI
უსინათლო რადიო წამყვანი და შშმ პირთა ხილული პრობლემები
TV IMEDI
უსინათლოების ფეხბურთი
რადიო თავისუფლება
უსინათლო გოგოს ნამღერზე დაუჯერებელი არანჟირება გამოვიდა
არასტანდარტული აზერი თბილისიდან
უსინათლო და სმენადაქვეითებული ძაღლები რუბრიკაში „თათების იმე...
TV IMEDI
მობილობის ინსტრუქტორი - მასწავლებელი და მეგობარი უსინათლოები...
რადიო თავისუფლება
ხელოვნება გვამეგობრებს
Gia Jvarsheishvili