აბაშიძე-კარასინის ფორმატი აღდგა

02.11.2019 02:16

რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენელი ზურაბ აბაშიძე ვარაუდობს, რომ პრაღის ფორმატში გრიგორი კარასინთან მორიგი შეხვედრა ნოემბრის ბოლოს გაიმართება. კითხვაზე, რა მანდატით ჩაერთვება გრიგორი კარასინი ფორმატში მას შემდეგ, რაც ის აღარ იკავებს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის პოსტს, ზურაბ აბაშიძემ აღნიშნა, რომ კარასინი არის ფედერაციის საბჭოს წევრი, სენატორი და მას ქვეყნის ხელმძღვანელობამ დაავალა ამ მისიის შესრულება. აღნიშნულთან დაკავშირებით, განცხადება რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა, მარია ზახაროვამ გააკეთა. გადაწყდა, რომ ზურაბ აბაშიძესთან დიალოგს კვლავ გრიგორი კარასინი გააგრძელებს. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი -   / 1stchannel   გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb   ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

გაზიარება:

მსგავსი ვიდეოები

ყველა ვიდეო