8 ნოემბერს, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრმა გურამ ოდიშარიამ რეჟისორსა და სცენოგრაფს, საქართველოს სახალხო არტისტს გურამ მელივას 80 წლის იუბილე მიულოცა. მინისტრი სახლში ესტუმრა, პირადად მიულოცა დაბადების დღე რეჟისორს და ხელოვნებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისათვის კულტურის სამინისტროს სპეციალური პრიზით „ხელოვნების ქურუმი\" დააჯილდოვა.
მინისტრთან ერთად, გურამ მელივას დაბადების დღე მეგობრებმა, მათ შორის გია ყანჩელმა, კოლეგებმა და მოსწავლეებმა მიულოცეს.
გურამ მელივა
გურამ მელივამ 1958 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის საორკესტრო ფაკულტეტი, 1962 წელს გაირა სტაჟირება ლენინგრადის კონსერვატორიაში საოპერო რეჟისურის განხრით, 1967 წელს კი, ბერლინის Komische Opera-ში ვალტერ ფელზენშტაინის ხელმძღვანელობით.
1957 წლიდან გურამ მელივა მოღვაწეობს თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრში; 1975-1982 წლებში ვასო აბაშიძის სახელობის მუსიკალური თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი და მთავარი რეჟისორია; 1982-2002 წლებში თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელის მოადგილე; 1994 წლიდან გურამ მელივა თავად ქმნის საკუთარი სპექტაკლების სცენოგრაფიას; 2003-2004 წლებში ხელმძღვანელობდა საოპერო თეატრის სამხატვრო კოლეგიას.
გურამ მელივას დადგმული აქვს 100-ზე მეტი სპექტაკლი და მუსიკალური სანახაობა, როგორც საქართველოში, ისე ქვეყნის ფარგლებს გარეთ; მათ შორის, ზაქარია ფალიაშვილის \"აბესალომ და ეთერი\", დონიცეტის „დონ პასკუალე\" და „სიყვარულის ნექტარი\", გლინკას „რუსლანი და ლუდმილა\", ვერდის „ტრავიატა\", „რიგოლეტო\", „მაკბეტი\" და „დონ კარლოსი\", მუსორგსკის „სოროჩინის ბაზრობა\", პროკოფიევის „ნიშნობა მონასტერში\", ოთარ თაქთაქიშვილის „პირველი სიყვარული\", შტრაუსის „სალომეა\", გია ყანჩელის „ხანუმა\" და „დემონი\", ალფრედ შნიტკეს „კონექსიონი\", მანინის „კოლუმბიდან ბროდვეიმდე\", პუჩინის „მადამ ბატერფლაი\", ბოროდინის „თავადი იგორი\", პუჩინის „ბოჰემა\", ჩაიკოვსკის „პიკის ქალი\", ჰენდელის \"რადამისტო\" და ა.შ.
http://www.culture.gov.ge/
/ culturegovge
http://twitter.com/#!/CULTUREgovge
/ culturegovge
http://www.flickr.com/photos/cultureg...
http://www.myvideo.ge/?user_id=855045