მონიტორინგი ტომეთესუბნის სამონასტრო კომპლექსში
ტიმოთესუბნის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიძინების სახელობის სამონასტრო კომპლექსის ცენტრალური ტაძრის ინტერიერში მოწყობილი საყოფაცხოვრებო დანიშნულების სათავსო მოიხსნება. ადგილობრივ სასულიერო პირებსა და საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ზედამხედველობის სამსახურის ჯგუფს შორის შეთანხმება შედგა, რომლის თანახმადაც, სახელმწიფო უწყების მიერ შემუშავებული რეკომენდაციების თანახმად, საკულტო ნაგებობაში მოეწყობა ახალი, იდენტური დანიშნულების მქონე ხის კონსტრუქცია, რაც ტაძრის მხატვრულ-არქიტექტურული იერსახის შესაბამისი იქნება. ახალი ობიექტის ვიზუალური ფორმის შეთანხმების პროცესში ტომოთესუბნის რელიგიურ მსახურებთან ერთად, ეპარქიის მღვდელმთავარიც ჩაერთვება, რომელიც ტაძარში ამ დრომდე განხორციელებული შეუთანხმებელი ქმედების შესახებ ინფორმირებული არ იყო. სააგენტოს ზედამხედველობის სამსახურის სპეციალისტების ვიზიტისას დადგინდა ისიც, რომ ინტერიერში საყოფაცხოვრებო დანიშნულების სათავსოს მოწყობას ძეგლის ფიზიკური დაზიანება არ გამოუწვევია, რაც სამართლებრივი პასუხისმგებლობის განსაზღვრის აუცილებლობას არ წარმოშობს. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - / 1stchannel გამოიწერეთ ჩვენი არხი - / georgianpb ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.
პირველი არხი Georgian Public Broadcaster-ის სხვა ვიდეოები
#ახალიკვირა როგორ მუშაობს სოციალური აგენტი?
#ახალიკვირა სისხლიანი ქორწილი
ბაჩო ახალაიას საქმე
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
პირადი ექიმი - პირველი დახმარება და სეზონი - „კოვი...
საპროტესტო აქცია მთავრობის ადმინისტრაციასთან
პირველი სატელევიზიო დებატები - ოპოზიცია / მმართველ...
მსგავსი ვიდეოები
მონიტორინგი
თავდაცვის სამინისტრო
მონიტორინგი
natia cheishvili
მონიტორინგი RMG-ში
პირველი არხი - ბიზნესპარტნიორი
მონიტორინგი რუსთავის აზოტში
info rustavi
მონიტორინგი საქართველოს პირველ არხზე
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
მონიტორინგი ბედიანის ფსიქიატრიულ ცენტრში
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
მონიტორინგი მეტროსადგურებთან
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
მონიტორინგის შედეგად 20 - მა სტომატოლოგიურმა კლინიკამ მუშაობ...
Mtisambebi / მთის ამბები