ზაზა დარასელის თასის გათამაშება

04.11.2021 01:17

5 ნოემბერს, გლდანში, ჯემალ ცერცვაძის სახელობის სპორტულ კომპლექსში, მინი ფეხბურთში ზაზა დარასელის მემორიალური ტურნირი იწყება.

ცნობილი ტელეჟურნალისტის და პროზაიკოსის ხსოვნის ტურნირი, წელს ოცდამეერთედ იმართება და მასში ტრადიციულად, ტელეკომპანიების წარმომადგენლები მონაწილეობენ. შარშანდელ გამარჯვებულთან - „საზოგადოებრივი მაუწყებლის გუნდთან“ ერთად წელს ორი დებიუტანტიც იასპარეზებს. ფინალური მატჩი 9 ნოემბერს, 17 საათზე გაიმართება.

ტურნირი საზოგადოებრივი მაუწყებლის პატრონაჟით ტარდება.

ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/
მოიწონეთ ჩვენი გვერდი -   / 1stchannel.1tv.ge  
გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb  
ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას.
მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით.
დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა,
ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

გაზიარება:
SkillHub