სარეაბილიტაციო სამუშაოები სოფელ ნიკორწმინდაში

14.06.2019 00:57

სოფელ ნიკორწმინდაში ტაძრამდე მისასვლელი გზისა და კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის მიმდებარე ინფრასტრუქტურის რეაბილიტაცია მიმდინარეობს. პროექტის მონიტორინგის მიზნით, ამბროლაურის მუნიციპალიტეტში მაია ცქიტიშვილი იმყოფებოდა. დაახლოებით 2 მილიონი ლარის ღირებულების სამუშაოები 2 წლის წინ დაიწყო და წელს ზაფხულში დასრულდება.

ინფრასტრუქტურის მინისტრმა რეგიონის განვითარებისთვის მნიშვნელოვანი კიდევ რამდენიმე პროექტი დაათვალიერა, მათ შორის - ჭრებალო-ნიკორწმინდას საავტომობილო გზა, რომლის რეაბილიტაცია მსოფლიო ბანკმა დააფინანსა.
ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/
მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://www.facebook.com/pg/1stchannel/
გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb  
ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას.
მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით.
დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა,
ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

გაზიარება:
BacklinkLog