ეუთო-ს მინისტერიალი

02.12.2022 06:47

უკრაინის ომის დაწყებიდან ცხრა თვის თავზე არსებული მძიმე გამოწვევები ამჯერად პოლონეთში განიხილეს. ეუთო-ს მინისტერიალი დასრულებულია. მკვეთრად გაუარესებული უსაფრთხოების ფონზე საჭიროა ეუთო-ს გაძლიერება და ერთობლივი მოქმედება - ძირითადად ასეთი გზავნილები ისმოდა ლიდერების გამოსვლებში. მოსკოვის მწვავე კრიტიკის ფონზე განხილვის ერთ-ერთი მთავარი თემა რუსეთის მიერ ჩადენილი ომის დანაშაულების გამოსაძიებლად სპეციალური ტრიბუნალის შექმნა იყო, რასაც ეუთო-ს წევრი ქვეყნების დიდი ნაწილი მხარს უჭერს. რუსეთის აგრესიულ ქმედებებზე საუბრის დროს არაერთხელ ახსენეს საქართველო, მათ შორის ეუთო-ში ამერიკის ელჩმა, რომელიც „მოამბემ“ ჩაწერა. 2008 წლის აგვისტოს ომის გახსენების დროს მაიკლ კარპენტერი საერთაშორისო საზოგადების მაშინდელ არაეფექტურ რეაქციაზე მიუთითებს.  ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი -   / 1stchannel.1tv.ge   გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb   ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

გაზიარება: