რეგულაციები ღამის კლუბებისთვის


ღამის კლუბები 7-დან 9 იანვრის ჩათვლით ისევ გაიხსნება. სტუმრების მიღება კი მკაცრი რეგულაციების დაცვით მოხდება. ობიექტებზე მხოლოდ „მწვანე“ სტატუსის მქონე მოქალაქეები დაიშვებიან. ახალი წესების მიხედვით, სტუმრების მაქსიმალური ოდენობა 60% იქნება. ასევე განსაზღვრულია სხვა მოთხოვნებიც - ვენტილაციის, სივრცის დასუფთავებისა და ბილეთების აღრიცხვის. თავად კლუბების წარმომადგენლები მზად არიან ყველა რეკომენდაცია ზედმიწევნით შეასრულონ. მათი განცხადებით, საახალწლო ღონისძიებებზე შრომის ინსპექციამ რეგულაციების დაცვის საკითხი მკაცრად გააკონტროლა და შესაბამისად, კლუბებში ფიქრობენ, რომ ფუნქციონირების გაგრძელების უფლება მათ 14 იანვრის შემდეგაც მიეცემათ.
ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/
მოიწონეთ ჩვენი გვერდი -   / 1stchannel.1tv.ge  
გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb  
ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას.
მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით.
დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა,
ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

ვიდეოები „პირველი არხი Georgian Public Broadcaster"-ისგან